აკამათის ნასოფლარი
არქეოლოგიური ძეგლი
აკამათის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭეჭის აღმოსავლეთით, 3 კილომეტრზე, ტყიან ფერდობზე. იგი განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.
ნასოფლარი შედგება გეგმით სწორკუთხა თოთხმეტი ნასახლარისაგან. შენობები გეგმით სწორკუთხაა და ნაგები ყოფილა ნატეხი ქვის მშრალი წყობით. ნასოფლარის სამხრეთ-აღმოსავლეთით ნაციხარია. შემორჩენილია კოშკისა და გალავნის ნანგრევები. ნაციხრის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 4 მეტრზე შენობის კედლებია შემორჩენილი. ნაციხრის სამხრეთით ხატის ნანგრევებია, ნასოფლარის აღმოსავლეთით, 500 მეტრზე, სარანაულთა ნასახლარი და ნაწისქვილარია.
ლიტერატურა
რედაქტირება- რჩეულიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 291.