მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.

დღის სტატია

კობეინი 1992 წელს
კობეინი 1992 წელს

კურტ დონალდ კობეინი (ინგლ. Kurt Cobain; დ. 20 თებერვალი, 1967 — გ. 5 აპრილი, 1994) — ამერიკელი მუსიკოსი. ცნობილია როგორც სიეტლურ ჯგუფ ნირვანას ვოკალისტი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი.

კობეინმა ნირვანა 1987 წელს, კრისტ ნოვოსელიჩთან ერთად დააარსა. 1991 წელს გამოვიდა ნირვანას ყველაზე წარმატებული ალბომი Nevermind, რომელიც 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომად იქცა. 1994 წლის 8 აპრილს, კობეინი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, სიეტლში. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დღის სურათი

გლეხი მოკლე ხანჯლითა და გრძელი ვიწრო ჩიბუხით ხელში, მესტია, სვანეთი, საქართველო.
გლეხი მოკლე ხანჯლითა და გრძელი ვიწრო ჩიბუხით ხელში, მესტია, სვანეთი, საქართველო.
გლეხი მოკლე ხანჯლითა და გრძელი ვიწრო ჩიბუხით ხელში, მესტია, სვანეთი, საქართველო.

20 თებერვალი — ამ დღეს...

ჯონ გლენი
ჯონ გლენი
  • 395 : ბეთლემში პირველი დედათა მონასტერი დაარსდა.
  • 1547 : ედუარდ VI ინგლისის მეფედ აკურთხეს უესტმინსტერის სააბატოში.
  • 1816 : იტალიელი კომპოზიტორი ჯოაკინო როსინის ფრანგი დრამატურგი პიერ ბომარშეს პიესაზე შექმნილი ოპერა „სევილიელი დალაქის“ პრემიერა გაიმართა ტეატრო არგენტინაში (რომი).
  • 1872 : ნიუ-იორკში მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა.
  • 1902 : ფუტურიზმის დაბადება: იტალიელმა პოეტმა ფილიპო მარინეტიმ „ფუტურისტის მანიფესტი“ გამოაქვეყნა ფრანგულ ჟურნალში ფიგარო.
  • 1962 : ჯონ გლენი (სურათზე) პირველი ამერიკელი გახდა, რომელმაც დედამიწის ორბიტას შემოუფრინა ხომალდზე მერკური-ატლას 6.
  • 1988 : მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება „მიმართვაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის სსრ-ის უმაღლეს საბჭოებს ოლქის სომხეთის სსრ-ის შემადგენლობაში გადასაყვანად“, რაც ყარაბაღის ომის დაწყების საბაბი გახდა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა