ალბანეთის ტრანსპორტი
ალბანეთში სატრანსპორტო საშუალებები ბოლო ორი დეკადის განმავლობაში მეტწილად შეიცვალა. ძირითადად განახლდა ქვეყნის ინფრასტრუქტურა. გზის ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საჰაერო მგზავრობის გაუმჯობესებამ ქვეყნის შიგნით გადაადგილება ბევრად მარტივი გახადა. ამ განახლებებმა დიდი გავლენა იქონია ალბანეთის ეკონომიკაზე, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში დიდად იყო დამოკიდებული სამშენებლო ინდუსტრიაზე.

ისტორია
რედაქტირებაძველი მსოფლიოს დროიდან თანამედროვე ალბანეთის ტერიტორია მნიშვნელოვანი გზაგასაყარი იყო, მაგალითად რომაელების გზა Via Egnatia ადრიატიკის საზღვაო ტერიტორიას აერთებდა ბიზანტიასთან (მოგვიანებით კონსტანტინოპოლი). ალბანეთის გზების სიგრძე გაორმაგდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამი ათწლეულის განმავლობაში და 80-იანი წლებისთვის მთელი ქვეყნის შორეული მთები გზით დაუკავშირდა დედაქალაქ ტირანასა და ადრიატიკისა და იონის ზღვების ნავსადგურებს.
პირველი რკინიგზა ალბანეთში იყო შახტისა და სამხედროებისთვის იყო განკუთვნილი, აშენდა 1917 და 1930 წლებში. ახლანდელი რკინიგზის მშენებლობა დაიწყო 1947 წელს და დღევანდელ სიგრძეს - 677 კმ-ს მიაღწია 1987 წელს. რკინიგზის ქსელი ადრიატიკის ზღვასთან არსებული დურესის პორტიდან სამი მიმართულებით იშლება - 1) ჩრდილოეთით - ალბანეთისა და მონტენეგროს საზღვრამდე, 2) სამხრეთით - ბალშსა და პორტ ვლორაში, 3)აღმოსავლეთით - პოგრადეცი მაკედონიის საზღვართან.[1]
პოსტ-კომუნისტური პერიოდი
რედაქტირებაალბანეთში კომუნისტურ პერიოდის განმავლობაში (1944-1990) მოქალაქეებს საკუთარი მანქანის ქონა ეკრძალებოდათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი ცუდ მდგომარეობაში იყო. 1990 წელს ალბანეთის დედაქალაქი ტირანა პატარა ქალაქი იყო 300 000 მოსახლეობით. ქალაქის ქუჩები არ იყო გადატვირთული და მოქალაქეები ძირითადად ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდებოდნენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთადერთ სახეობას - ავტობუსს მხოლოდ მაშინ იყენებდნენ თუ 1 საათზე მეტხანს იყო საჭირო მგზავრობა.
90-იანების შემდეგ ტირანას მოსახლეობამ 800 000 გადააჭარბა, რაც ძირითადად ურბანიზაციამ გამოიწვია. დღეს ქალაქში ქვეყნის 1/3 ცხოვრობს. ამ პერიოდის განმავლობაში მანქანების რაოდენობამ ძალიან მოიმატა - ქალაქის ცენტრის მცხოვრებლების 2/3 მანქანას ფლობს. აქედან გამომდინარე ხშირია საცობები, რაც ფეხით მოსიარულეებს პრობლემებს უქმნის.
90-იანი წლების ალბანეთის გზები დაბალი შემოსავლების მქონე სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიისა და სუბსაჰარული ქვეყნებისა დონეზე იყო. სახელმწიფო სუბსიდირებითა და უცხოური ფონდების დახმარებით სახელმწიფო გზების მდგომარეობა გაუმჯობესდა.[2]
საჰაერო ტრანსპორტი
რედაქტირებატირანას საერთაშორისო აეროპორტი ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია ალბანეთში. 1995-97 წლებში აშენდა, 2001 წელს კი დედა ტერეზას სახელი დაერქვა. 2005 წელს აეროპორტი გერმანულ კომპანია Hochtief AirPort-ის ხელში გადავიდა 20 წლით. შეთანხმების მიხედვით გერმანულ კომპანიას უნდა ეზრუნა აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. აეროპორტის შენობაში უფასო WiFi მოქმედებს, გასასვლელთან ახლოს ქირავდება ავტომანქანები. აეროპორტთან მუშაობს ავტობუსები, ტაქსები და საინფორმაციო ცენტრები. [3] [4]
ალბანეთის აეროპორტები
რედაქტირებასახმელეთო ტრანსპორტი
რედაქტირებამაგისტრალები
რედაქტირება- საერთო სიგრძე: 18 000 კმ
- მყარი საფარით: 12 920 კმ
- მყარი საფარის გარეშე: 5080 კმ
რკინიგზა
რედაქტირებასაერთო სიგრძე: 447 კმ
მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხაზები:
- კოსოვო - არა
- საბერძნეთი - არა
- მაკედონია - არა
- მონტენეგრო - დიახ
წყლის ტრანსპორტი
რედაქტირებაალბანეთის მთავარი პორტებია: დურესი, ვლორა, სარანდა, შენგინი. 1983 წლისთვის ალბანეთში იყო ბორანი, სატვირთო და სამგზავრო გემები დურესიდან ტრიესტემდე (იტალია).
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
რედაქტირებაალბანეთის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძირითადად ხასიათდება ფურგონების გამოყენებით, რაც მინიბუსების ფუნქციას ასრულებს. მათ არ აქვთ განრიგი, გადაადგილდებიან როცა მგზავრების საჭირო რაოდენობა შეიკრიბება. მგზავრობის ფასი შეთანხმებითაა. ასევე ქუჩებში გვხვდება ავტობუსები. ქვეყნის დედაქალაქს, ტირანას ჯერ არ აქვს ავტობუსების სადგური და გაჩერებები. მინიბუსები და ავტობუსები მგზავრებს უჩერებენ სხვადასხვა განკუთვნილ ადგილას.
მიუხედავად ზოგადად არსებული უარყოფითი განწყობისა, რომელიც ალბანეთში ტრანსპორტის გარშემო არსებობს, მძღოლების უმრავლესობა მაინც ახერხებს თავი აარიდოს საგზაო უბედურ შემთხვევებს. ალბანეთში საგზაო წესები ხშირად ირღვევა: მძღოლები ყურადღებას არ აქცევენ გაჩერების ნიშნებს, დიდი სისწრაფის მოძრაობენ ქალაქის შიგნით, გზის არასწორ მხარეს მოძრაობენ და ა.შ.
საგზაო ტრანსპორტის რაოდენობა
რედაქტირებარეგისტრირებული ტრანსპორტის რაოდენობა, 2013:
ტრანსპორტის სახეობა | რაოდენობა |
---|---|
მანქანები | 341 691 |
ავტობუსები | 5676 |
სახლები ბორბლებზე | 37 |
სატვირთოები | 65 260 |
ტრაქტორები | 543 |
მოტოციკლები | 26 664 |
ტრაილერები | 60 081 |
ჯამში | 445 952 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-18. ციტირების თარიღი: 2008-05-18.
- ↑ http://www.corp.at/archive/CORP2010_14.pdf
- ↑ http://www.tirana-airport.com/?RoseToken=169180229114147161160144183148154169229193083156156151160214184090168180231crc340
- ↑ http://www.balkaneu.com/albania-countries-cheapest-transport-doesnt-exist-2/