ალექსანდრე ხეთაგური
ალექსანდრე ხეთაგური (დ. 5 აგვისტო, 1976, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი.
ალექსანდრე ხეთაგური | |
![]() ![]() | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 აგვისტო, 2012 – 25 ოქტომბერი, 2012 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ვანო მერაბიშვილი |
წინამორბედი | დიმიტრი გვინდაძე |
მემკვიდრე | ნოდარ ხადური |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 აგვისტო, 2007 – 13 აგვისტო, 2012 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ნოღაიდელი ლადო გურგენიძე გრიგოლ მგალობლიშვილი ნიკა გილაური ვანო მერაბიშვილი |
წინამორბედი | ნიკა გილაური |
მემკვიდრე | ვახტანგ ბალავაძე |
დაბადებული | 5 აგვისტო, 1976 (44 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | ![]() ![]() |
ეროვნება | ქართველი |
პროფესია | პოლიტიკოსი ეკონომისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1993–1997 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალობით (ბაკალავრის ხარისხი). 2000 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი საბუღალტრო და აუდიტის სპეციალობით (მაგისტრის ხარისხი). 2000 წელს ფლორიდის უნივერსიტეტში (ფლორიდის შტატი, აშშ.) გაიარა თრენინგის კურსი კომუნალურ საწარმოთა რეგულირებისა და სტრატეგიის სპეციალობით (მსოფლიო ბანკის პროგრამა), ხოლო 2001 წელს — ფინანსებისა და საბიუჯეტო განვითარების საერთაშორისო თრენინგი (USAID/AED-ის პროგრამა)ქ. პორტლენდი, მეინის შტატი, აშშ. 2000-2002 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე ენერგეტიკის მენეჯმენტის სპეციალობით (მაგისტრის ხარისხი). 1999-2000 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის ეკონომიკური დეპატრამენტის წამყვანი სპეციალისტი. 2000-2002წწ. - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის ეკონომიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. 2002-2004წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორად. 2004-2005 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე. 2005-2006 წლებში - მინისტრის პირველი მოადგილე. 2006-2007 წლებში ეკავა საქართველის ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობა. 2007-2012 წლებში იყო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 2012 წლის 13 აგვისტოდან – 25 ოქტომბრამდე იყო ფინანსთა მინისტრი.