ალექსი რობაქიძე (ეთნოგრაფი)
ალექსი რობაქიძე (დ. 22 ნოემბერი, 1907 ― გ. 1990) ― ქართველი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1957), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983)-1990), პროფესორი (1970).
ალექსი რობაქიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 22 ნოემბერი, 1907 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 1990 |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | ეთნოგრაფი და ისტორიკოსი |
მუშაობის ადგილი | ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1957) |
ჯილდოები |
საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983) |
სამეცნიერო სფერო |
ეთნოგრაფია ისტორია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაალექსი რობაქიძე 1907 წლის 22 ნოემბერს თბილისში დაიბადა. 1943-1953 წლებში ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე იყო, 1961 წლიდან კი კავკასიის ეთნოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელი. 1958 წლიდან ბათუმის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „ცხენბურთი: ქართული ნაციონალური სპორტის ერთი სახეობა“. თბილისი: სახელგამი. 1952.
- „მეფუტკრეობის ისტორიისათვის“. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა და სტამბა. 1960.
- „სვანეთის სოფელი ძველად“. თბილისი: საბჭოთა საქართველო. 1964.
- „მთიულეთის სოფელი ძველად: ეთნოგრაფიული გამოკვლევა“. თბილისი: მეცნიერება. 1965.
- „ტრადიცია და ცხოვრების წესი“. თბილისი: მეცნიერება. 1981.