ალპინისტი
ალპინისტი — ადამიანი, რომელიც დაკავებულია ალპინიზმით. ალპინისტი საჭიროებს სპეციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებას. რამდენადაც ალპინიზმი წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისათვის ერთ-ერთ სახიფათო სპორტის სახეობას. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ალპინისტები, რომლებიც იპყრობენ მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალებს. აქ განსაკუთრებით რთულ კლიმატურ პირობებთან ერთად დამატებით წინაღობას წარმოადგენს გაიშვიათებული ჰაერი და ჟანგბადის ნაკლებობა.
