ანა აბაშიძე (იურისტი)

იურისტი, სამოქალაქო უფლებათა დამცველი, სამოქალაქო აქტივისტი

ანა აბაშიძე (დ. 29 ოქტომბერი, 1986, ოზურგეთი, საქართველო) — ქართველი იურისტი, სამოქალაქო უფლებათა დამცველი, სამოქალაქო აქტივისტი.

ანა აბაშიძე
დაბ. თარიღი 29 ოქტომბერი, 1986(1986-10-29)[1] [2] (38 წლის)
დაბ. ადგილი ოზურგეთი[1] ან სსრკ[2]
მოქალაქეობა  საქართველო
 სსრკ
საქმიანობა ადვოკატი, ადამიანის უფლებათა დამცველი და იურისტი
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2007-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. შემდეგ- გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების ექსპერტად. ავტორია რამდენიმე ანალიტიკური და კვლევითი ნაშრომის, ასევე კანონპროექტებისა შემდეგ თემებზე: ქალთა მიმართ ძალადობა, გენდერული თანასწორობა, ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები. 2012 წლიდან ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება