ანდრე შემბრი
ანდრე შემბრი (ინგლ. André Schembri; დ. 27 მაისი, 1986, ფლორიანა, მალტა) — მალტელი ფეხბურთელი. კვიპროსის საფეხბურთო კლუბის — „აპოლონ ლიმასოლის“ და მალტის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი.
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ანდრე შემბრი | ||
დაბადების თარიღი | 27 მაისი, 1986 | ||
დაბადების ადგილი |
ფლორიანა მალტა | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2002–2005 | ჰიბერნიანსი | 44 | (10) |
2005–2009 | მარსაშლოკი | 51 | (24) |
2007–2008 | → აინტრაჰტი | 29 | (9) |
2008–2009 | → კარლ ცაისი | 32 | (4) |
2009–2010 | აუსტრია კერნტენი | 13 | (1) |
2010–2011 | ფერენცვაროში | 36 | (16) |
2011–2012 | პანიონიოსი | 21 | (4) |
2012–2014 | ომონია | 58 | (23) |
2014 | ფრანკფურტი | 9 | (0) |
2014–2016 | ომონია | 45 | (19) |
2016–2017 | ბოავიშტა | 30 | (3) |
2017– | აპოლონ ლიმასოლი | 16 | (3) |
ეროვნული ნაკრები | |||
2006– | მალტა | 84 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო კარიერა
რედაქტირებაანდრე შემბრის პირველი კლუბი მალტის „ჰიბერნიანსია“, სადაც იგი 2002 წლიდან 2005 წლამდე 44 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას და ათჯერ იღებს მეტოქეთა კარს. 2005 წლიდან 2009 წლამდე მალტის მეორე კლუბის „მარსაშლოკის“ ღირსებას იცავს, რომლის რიგებშიც 51 მატჩს ატარებს და 24 ბურთი გააქვს. ამ კლუბთან ერთად მალტის ჩემპიონატში იმარჯვებს.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება2006 წლიდან არის მალტის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის რიგებშიც 84 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი ბურთი გაიტანა.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პროფილი და სტატისტიკა National-Football-Teams.com
- André Schembri All Goals (AC Omonoia 2012–16) YouTube
სქოლიო
რედაქტირება- ↑ André Schembri — André Schembri International matches (2006–2018). National-Football-Teams.com. წაკითხვის თარიღი: 2 თებერვალი, 2018.