ანკონა
ანკონა (იტალ. Ancona) — ქალაქი და ნავსადგური ცენტრალურ იტალიაში, მარკეს რეგიონში. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 102 997 ადამიანს შეადგენს. წარმოადგენს მარკეს რეგიონისა და ანკონის პროვინციის დედაქალაქს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ანკონა Ancona | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
რეგიონი | მარკე | ||||
პროვინცია (იტალია)|იტალიის პროვინციები|პროვინცია | ანკონის პროვინცია | ||||
კოორდინატები | 43°37′01″ ჩ. გ. 13°31′00″ ა. გ. / 43.61694° ჩ. გ. 13.51667° ა. გ. | ||||
მაიორი | Daniele Silvetti | ||||
დაარსდა | ძვ. წ. 387 | ||||
ფართობი | 123,71 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 16 მ | ||||
მოსახლეობა | 102 997 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 820 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 071 | ||||
საფოსტო ინდექსი | 60100,60121 | ||||
საავტომობილო კოდი | AN | ||||
ოფიციალური საიტი | comune.ancona.it/ankonline/it/index.html | ||||
ქალაქი მდებარეობს რომიდან 280 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ადრიატიკის ზღვაზე, მონტე-კონეროს, მონტე-ასტანოსა და მონტე-გუასკოს კონცხებს შორის.
ანკონა ადრიატიკის ზღვის ერთ-ერთი მთავარი ნავსადგურია, განსაკუთრებით მგზავრთა გადაყვანის მხრივ. ამავე დროს, წარმოადგენს რეგიონის მთავარ ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ცენტრს.
ისტორია
რედაქტირებაანკონა ძვ. წ. 390 წელს დაარსდა. მისი სახელი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „Αγκων“ — რაც დაუცველს ნიშნავს, რადგან ქალაქი ისეთ ადგილას მდებარეობდა, მხოლოდ კონცხი იცავდა. ბერძნებმა აქ ვაჭრობა გააჩაღეს. რომეულ პერიოდში, ანკონის მოსახლეობა ძირითდადა ბერძნულად საუბრობდა. რომაელებმა იგი ილირიის ომების დროს (ძვ. წ. 178) აიღეს და თავის კოლონიად აქციეს. იმპერიის დროს, უმნიშვნელოვანესი გახდა ანკონის ნავსადგური, რადგან ის უახლოესი წერტილი იყო დალმაციასთან.
შუა საუკუნეებში, ქალაქი დამოუკიდებელ, ანკონის რესპუბლიკას წარმოადგენდა, რომლის აღებასაც რომის ეკლესია, ვენეციის რესპუბლიკა და გერმანელი იმპერატორები ცდილობდნენ. 1532 წელს, ქალაქი პაპის მმართველობაში გადავიდა. 1861 წელს იგი იტალიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.
ეკონომიკა
რედაქტირებაქალაქის ეკონომიკის მთავარი დარგებია გემთმშენებლობა, მანქანათმშენებლობა, ხიდების სტრუქტურების წარმოება, ფარმაცევტული და ფეხსაცმლის ლრეწველობა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Marche Tourism site დაარქივებული 2004-10-13 საიტზე Wayback Machine.
- Photos: sauromarini.it, antoniomucherino.it დაარქივებული 2012-03-03 საიტზე Wayback Machine.
- Ancona, a breed of chicken named after the Italian city
- Site with photo, guides and forum დაარქივებული 2007-01-12 საიტზე Wayback Machine.
- Wine and Fish in the city of Ancona დაარქივებული 2021-05-24 საიტზე Wayback Machine.
- The Jewish Community of Ancona დაარქივებული 2014-02-02 საიტზე Wayback Machine.
- A little English Guide website made from the people of Ancona, to show Another point of view