ანტონიო ვალენსია
ლუის ანტონიო ვალენსია მოსკერა (ესპ. Luis Antonio Valencia Mosquera; დ. 4 აგვისტო, 1985, ლაგო-აგრიო) — ეკვადორელი ვეტერანი ფეხბურთელი. კარიერის დიდი ნაწილი გაატარა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედში“. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე.
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლუის ანტონიო ვალენსია მოსკერა[1] | ||
დაბადების თარიღი | 4 აგვისტო, 1985[2] | ||
დაბადების ადგილი | ლაგო აგრიო, კოტ-დ’ივუარი | ||
სიმაღლე | 180 სმ.[3][4] | ||
სათამაშო პოზიცია | გარემარბი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1999–2001 | კარიბე ხუნიორი | ||
2001–2004 | ელ ნასიონალი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2003–2005 | ელ ნასიონალი | 83 | (16) |
2005–2008 | ვილიარეალი | 2 | (0) |
2005–2006 | → რეკრეატივო | 12 | (0) |
2006–2008 | → უიგან ატლეტიკი | 37 | (1) |
2008–2009 | უიგან ატლეტიკი | 47 | (6) |
2009-2019 | მანჩესტერ იუნაიტედი | 241 | (17) |
2019-2020 | ლ. დ. უ კიტო | 14 | (0) |
2020-2021 | კუერეტარო | 15 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
2004–2005 | ეკვადორი 20 წლ. | 23 | (17) |
2004-2019 | ეკვადორის | 99 | (11) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებაანტონიო ვალენსიამ კარიერა დაიწყო კლუბ „ელ ნასიონალში“. 2005 წელს გადავიდა ესპანურ „ვილიარეალში“, მაგრამ თითქმის მთელი 2005-2006 სეზონი იჯარით კლუბ „რეკრეატივოში“ გაატარა. შემდეგი სეზონის დასაწყისში არენდის მიხედვით ერთი სეზონი გადავიდა ინგლისურ კლუბ „უიგანში“. მისი დებიუტი შედგა 2006 წლის 19 აგვისტოს „ნიუკასლის“ წინააღმდეგ, ეს თამაში „უიგანმა“ 2-1 წააგო. ინგლისურ კლუბში პირველი გოლი გაიტანა 2006 წლის 21 ოქტომბერს „მანჩესტერ სიტის“ კარში. „უიგანმა“ იჯარა კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივა. 2008 წლის 18 იანვარს ანტონიო ვალენსია ოფიციალურად გადავიდა „უიგანში“ და კლუბთან სამ წელიწად ნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
მანჩესტერ იუნაიტედი
რედაქტირება2009 წლის 30 ივნისს ვალენსიამ ხელი მოაწერა ოთხწლიან კონტრაქტს მანჩესტერ იუნაიტედთან. ტრანსფერის ღირებულება უცნობია, მაგრამ ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ის შეადგენდა 16 მილიონს.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებავალენსიას დებიუტი ნაკრებში შედგა 2005 წლის 27 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, პარაგვაის წინააღმდეგ. ეს თამაში ეკვადორმა 5-2 მოიგო, ვალენსიამ დუბლი შეასრულა. მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატში, 2006 წელს. მისი შედეგების მიხედვით, ის ნომინირებული იყო „მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში“. ის ასევე ნომინირებული იყო მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად, მაგრამ ეს პრიზი საბოლოოდ ლუკაშ პოდოლსკიმ მიიღო.
ნაკრებში 2004 წლიდან ითამაშა 99 თამაში და გაიტანა 11 გოლი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ანტონიო ვალენსია“ ვიკისაწყობში.
- ლუის ანტონიო ვალენსია — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- ლუის ვალენსია — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- ანტონიო ვალენსიას პროფილი „მანჩესტერ იუნაიტედის“ საიტზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Squads for 2016/17 Premier League confirmed. PremierLeague.com. Premier League (1 სექტემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 13 თებერვალი, 2017.
- ↑ Antonio Valencia. wiganlatics.co.uk. Wigan Athletic FC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-17. ციტირების თარიღი: 16 ივლისი, 2008.
- ↑ (2009) Sky Sports Football Yearbook 2009–2010. Headline, გვ. 556. ISBN 978-0-7553-1948-0.
- ↑ Hugman, Barry J. (2009). The PFA Footballers' Who's Who 2009–10. Edinburgh: Mainstream Publishing, გვ. 418. ISBN 978-1-84596-474-0.