არჩილ ჩოხელი
არჩილ ჩოხელი (დ. 23 მაისი, 1971, სოფ. გალავანი, ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 სექტემბერი, 2012, სოფ. ლაფანყურის მიდამოები, თელავის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სპორტსმენი (სამბო, ძიუდო), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის მაიორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1997 წელს. იყო სამბოში მსოფლიოს თასის მფლობელი (1997) და მეორე პრიზიორი (1996), ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული (1998, შიაულიაი, ლიეტუვა, 68 კგ; 1998, შიაულიაი, ლიეტუვა, 68 კგ). ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი (1996, 71 კგ) და ვერცხლის მედლის მფლობელი (1997, 71 კგ). 2012 წელს დაინიშნა საქართველოს სამბისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ამავდროულად მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრში, ჰქონდა პოლიციის მაიორის წოდება. მონაწილეობდა ბრძოლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. დაიღუპა ლაფანყურის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს 2012 წელს. დაჯილდოებულია ღირსების (1999) და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის (სიკვდილის შემდეგ, 2012) ორდენებით.[1]
ძირითადი შედეგები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- არჩილ ჩოხელი — ქართული სპორტი
- არჩილ ჩოხელი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მიხეილ სააკაშვილმა ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას დაღუპულ არჩილ ჩოხელის ოჯახს მიუსამძიმრა, ინტერპრესნიუსი. 04.09.2012.