ასლანჰანეს მეჩეთი

ასლანჰანეს მეჩეთი (თურქ. Arslanhane Camisi) — მე-13 საუკუნის მეჩეთი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში.

ასლანჰანეს მეჩეთი


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება ისლამი
ქვეყანა თურქეთი
ადგილმდებარეობა ანკარა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი სელჩუკთა არქიტექტურა
დეტალები

მდებარეობა

რედაქტირება

ასლანჰანეს მეჩეთი მდებარეობს ანკარის ძველ კვარტალში, ანკარის ციხის გვერდით, 947 მეტრის სიმაღლეზე, რომელიც გადაჰყურებს თურქეთის დედაქალაქს.

მეჩეთი აშენდა 1290 წელს, რუმის სელჩუკთა სულთნის მასუდ II-ის დროს. ეს არის ერთ-ერთი უძველესი შემორჩენილი მეჩეთი თურქეთში. მისი არქიტექტორი იყო ებუბეკირ მეჰმედი.[1] იგი შეუკვეთეს აჰი საძმოს ორმა ლიდერმა, სახელად ჰუსამეთტინმა და ჰასანედდინმა. 1330 წელს იგი აღადგინა აჰის სხვა ლიდერმა, სახელად შერაფეტინმა, რომლის სახელიც მეჩეთს ეწოდა. კიდევ რამდენიმე მცირე რესტავრაციის გავლის შემდეგ, მეჩეთი აღადგინა მთავრობის ფონდების გენერალურმა დირექტორატმა 2010-2013 წლებში.[2]

შენობას აქვს კვადრატული ფორმა და იკავებს 400 მ² ფართობს. ხის სახურავი ეყრდნობა 24 დიდი ხის სვეტს.[3] მეჩეთს აქვს ერთი მინარეთი, სამი კარიბჭე და 12 სარკმელი.[1] მიჰრაბი მორთულია სელჩუკური კრამიტით. მშენებლობაში გამოყენებული მასალა ძირითადად იყო ადრინდელი შენობების სპოლია. შერაფეტინის საფლავი მდებარეობს მეჩეთის წინ. მეჩეთის კედლებში გალავანში ლომის ქანდაკებაა ჩაშენებული, რის გამოც მას ხალხში ასლანჰანე უწოდეს, რაც ითარგმნება როგორც „ლომის სახლი“.[4]

  1. 1.0 1.1 Aslanhane Ahi Şerafettin Camii, Tarihi Mekanlar ve Eserler. filozof.net. ციტირების თარიღი: 2022-05-26
  2. „Tarihi Aslanhane Camisi ibadete açıldı“ (PDF). Atatürk Kültür Merkezi. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2022-04-19. ციტირების თარიღი: 2022-05-26.
  3. Museums in Ankara. ankara.com. ციტირების თარიღი: 2022-05-26
  4. Ankara Mosques in Turkey. Mymerhaba.com. ციტირების თარიღი: 2022-05-26