ასტერიქსი და ოქროს ნამგალი
„ასტერიქსი და ოქროს ნამგალი“ (ფრანგ. „La Serpe d'or“) — რიგით მეორე წიგნი ასტერიქსის შესახებ კომიქსების სერიაში. მასში მოთხრობილი ისტორიების ავტორი რენე გოსინია, ხოლო მხატვარი - ალბერ უდერზო. კომიქსი იბეჭდებოდა ჟურნალში Pilote (1960–1961, გამოშვებები 42-74), ხოლო ალბომის სახით გამოიცა 1962 წელს, გამომცემლობის Hachette მიერ.
„ასტერიქსი და ოქროს ნამგალი“ | |
---|---|
„La Serpe d'or“ | |
![]() ორიგინალური ფრანგული გამოცემის გარეკანი | |
გამომცემელი | Hachette |
გამოცემის თარიღი | 1962 |
გმირი(ები) | ასტერიქსი, ობელიქსი, პანორამიქსი |
გუნდი | |
ტექსტის ავტორ(ებ)ი | რენე გოსინი |
მხატვარი(ები) | ალბერ უდერზო |
პირველი გამოცემა | |
პირველად გამოიცა | ჟურნალი Pilote |
გამოცემის თარიღები | 11 აგვისტო 1960–1961 |
ენა | ფრანგული |
ISBN | ISBN 2-01-210002-3 |
ქრონოლოგია | |
წინა | „გალი ასტერიქსი“ (1961) |
შემდეგი | „ასტერიქსი და გუთები“ (1963) |
სიუჟეტის მიხედვით, დრუიდ პანორამიქსის ოქროს ნამგალი (რომლითაც იგი ჭრის მცენარეებს სასწაულმოქმედი სასმელისთვის) ტყდება. ასტერიქსი და ობელიქსი ჩადიან ლუტეციაში და ეძებენ ამერიქსს, ნამგლების ოსტატს, რომელიც უცნაურ ვითარებაში გაუჩინარებულია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება