აქემენიანთა იმპერიის ოლქები
ჰეროდოტემ აქემენიდური იმპერია 20 ძირითად ოლქად დაყო და დანომრა ისინი. ქვემოთ ჩამოთვლილია თითოეული მათგანის მიერ ყოველწლიურად გადახდილი ხარკის ოდენობა, ეთნიკური შემადგენლობა, ან/და რეგიონები (სატრაპიები) რომლებსაც ისინი მოიცავდნენ.
ოლქები
რედაქტირებაოლქის ნომერი | სატრაპიები ან ხალხები | ყოველწლიური ხარკი |
---|---|---|
I | იონია, ანატოლიის მაგნეზია, ეოლიდა, კარია, ლიკია, პამფილია | 400 ვერცხლის ტალანტი |
II | ლიდია, მიზიელები, ლაკონიელები, კაბალიელები, ჰიტენიელები | 500 ტალანტი |
III | ჰელესპონტას ფრიგიელები, თრაკია, მარიანდინიელები, მცირე აზიის სირიელები, პაფლაგონია, ფრიგია, ბითინია, კაპადოკია | 360 ტალანტი |
IV | სომხეთის სატრაპია | 360 თეთრი ცხენი (თითოეული წლის ყოველი დღის შესაბამისად), 500 ვერცხლის ტალანტი, საიდანაც 140 კილიკიის კავალერიის შენახვას ხმარდებოდა |
V | ებერ-ნარი, პალესტინა, ფილნიკია, მესოპოტამია | 350 ტალანტი |
VI | ეგვიპტე და ლიბია კირენესა და ბარკეს ქალაქებითურთ | 700 ტალანტი |
VII | სატაგიდია, განდჰარა, დადიელები, აპარიტები | 170 ტალანტი |
VIII | სუზა და ელამი | 300 ტალანტი |
IX | ბაბილონეთი | 1000 ვერცხლის ტალანტი და 500 საჭურისი |
X | მიდია | 450 ტალანტი |
XI | კასპიები, პაუსიკიელები, პანტამატები, დარიტები | 200 ტალანტი |
XII | ბაქტრია, მარგიანე | 360 ტალანტი |
XIII | არმენია და პაქტია, და ხალხები შავ ზღვამდე | 400 ტალანტი |
XIV | დრანგიანა, საგარტიელები, თამანაელები, უდიები და წითელი ზღვის კუნძულების სხვა გადასახლებული და პატიმარი მცხოვრებლები | საერთო ჯამში 400 ტალანტი |
XV | საკები და კასპიები | 250 ტალანტი |
XVI | პართია, ხორეზმი, სოღდი, არიელები | 300 ტალანტი |
XVII | პარიკანია, აზიის ეთიოპიელები (დრავიდები) | 400 ტალანტი |
XVIII | სასპერები, ალაროდები და მატიენელები (ხურიტები) | 200 ტალანტი |
XIX | მოსხები, ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები, მარები | 300 ტალანტი |
XX | ინდოელები | 360 ოქროს ტალანტი |