აღძნიქი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
აღძნიქი (სომხ. Աղձնիք) — ისტორიული პროვინცია, რომელიც შედიოდა დიდი სომხეთის შემადგენლობაში. ის მდებარეობდა დიდი სომხეთის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენდა 17,532 კმ²-ს და მოიცავდა 11 კანტონას. აღძნიქის პროვინცია დიდი სომხეთის შემადგენლობაში შედიოდა ძვ. წ. II საუკუნიდან IV საუკუნემდე. მისი ცენტრი კი იყო ტიგრანაკერტი.

აღძნიქის პროვინცია გამოირჩეოდა სიცხით. იგი მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.