აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი (ინგლ. United States Secretary of State) ხელმძღვანელობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც არის აშშ-ის საგარეო საქმეთა უწყება დაარსებული 1789 წელს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ანალოგიურია საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობისა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. სახელმწიფო მდივანი არის მნიშვნელობით მეოთხე პირი აშშ-ის ხელისუფლებაში. კანდიდატურას სახელმწიფო მდივნის პოსტზე ნიშნავს პრეზიდენტი და ამტკიცებს სენატი.
