ახალი ესპანეთის ვიცე-სამეფო
(გადამისამართდა გვერდიდან ახალი ესპანეთი)
ახალი ესპანეთის ვიცე-სამეფო – ესპანეთის სამფლობელოებზე შექმნილი პოლიტიკური ერთეული, რომელიც მოიცავდა ჩრდილოეთ ამერიკასა და წყნარ ოკეანში მდებარე კუნძულებს. დღეისათვის მის ყოფილ ტერიტორიებზე მდებარეობს: კალიფორნია, აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთის შტატები, მექსიკა, ცენტრალური ამერიკა (პანამის გარდა), კარიბის ზღვის აუზი და ფილიპინები. ახალ ესპანეთს მართავდა ვიცე-მეფე მეხიკოდან. თავად ვიცე-მეფე ესპანეთის მონარქს ემორჩილებოდა. იგი არსებობდა 1535-1821 წლებში და იგი იყო ერთ-ერთი პირველი ვიცე-სამეფო, რომელიც ესპანეთმა დააარსა მე-16 საუკუნეში პერუს ვიცე-სამეფოსთან ერთად.
