ბაზარდუზუ
ბაზარდუზუ (აზერ. Bazardüzü) — მწვერვალი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, აზერბაიჯანისა და დაღესტნის საზღვარზე. სიმაღლე 4466 მ. აზერბაიჯანის უმაღლესი მწვერვალი. გვხვდება რელიეფის მყინვარული ფორმები. აგებულია ფიქლებითა და პორფირიტებით. ფართოდ არის ცნობილი როგორც რუსეთის უკიდურესი სამხრეთი წერტილი, მაგრამ სინამდვილეში მწვერვალი რუსეთის უკიდურესი სამხრეთი წერტილიდან ჩრდილოეთით თითქმის 4 კილომეტრში მდებარეობს. სამხრეთი წერტილის უკიდურესი პუნქტებია რაღდანისა და ნესენის მთები, რომლებიც ბაზარდუზუდან სამხრეთით ვრცელდებიან.[1] XX საუკუნის დასაწყისში ბაზარდუზუს კალთებიდან ეშვებოდა 8 მცირე მყინვარი. უდიდეს მათგანს ჰქონდა 1 კილომეტრი სიგრძე და ატარებდა „ტიხიცარის“ სახელწოდებას.[2] მწვერვალი პირველად დაიპყრო სერგეი ალექსანდროვმა 1847 წელს. ადგილობრივი ლეკები ბაზარდუზუს უწოდებენ „კიჩენდაღს“, რაც ნიშნავს „შიშის მთას“.
ბაზარდუზუ | |
---|---|
ბაზარდუზუ | |
კოორდინატები: 41°13′16″ ჩ. გ. 47°51′29″ ა. გ. / 41.22111° ჩ. გ. 47.85806° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
სიმაღლე | 4466 მ |
მთის მასივი | კავკასიონი |
ქედი | აღმოსავლეთი კავკასიონი |
პირველი ასვლა | სერგეი ალექსანდროვი (1847) |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მწვერვალი ბაზარდუზუ დაარქივებული 2009-04-20 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- მარშრუტი მწვერვალ ბაზარდუზუსკენ (რუსული)
- ბაზარდუზუს ფოტოსურათები დაარქივებული 2009-09-15 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 142.