ბანი (მუსიკა)
ბანი — თავდაპირველად მუსიკალური ნაწარმოების შებანების, აკომპანემენტის გამომხატველი ქართული სამუსიკო ტერმინი. „დავით უცემდა ორღანოთა შებანებულითა“ (ძველი აღთქმა). სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, ბანი არის ხმის შეწყობა — „ბანი ეწოდების რა გალობასა გინა სიმღერასა სხვა ხმა შეუწყოს“.

ამჟამად ბანი ეწოდება:
- მრავალხმიან საგუნდო ნაწარმოებში ყველაზე დაბალ ხმას;
- აკორდის ქვედა ბგერას;
- მამაკაცის დაბალი რეგისტრის ხმას.
ქართულ ხალხურ მუსიკაში არსებობს ბანის შემდეგი სახეობანი: მაღალი ბანი, დაბალი ბანი, შემდეგი, ბოხი, დვრინი (დვინი), დუმბო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხიკვაძე, გრ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 190.