ბასარის კულტურული ლანდშაფტი
ბასარის მხარე: ბასარის, ფულას და ბედიკის კულტურული ლანდშაფტი — გეოგრაფიული რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ სენეგალში. მოიცავს სამ გეოგრაფიულ მხარეს: ბასარი მოიცავს სალემატას, ბედიკი – ბანდაფასის, ხოლო ფულა – დინდეფელოს. ბასარის ხალხი აღნიშნულ ტერიტორიაზე დასახლდა XI-XIX საუკუნეებში და ჩამოაყალიბეს სფეციფიკური კულტურა. ბასარის ლანდშაფტი გამოირჩევა ტერასებითა და ბრინჯის მდელოებით, ასევე პატარა სოფლებითა და არქეოლოგიური ძეგლებით.
ბასარის მხარე: ბასარის, ფულას და ბედიკის კულტურული ლანდშაფტი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, v, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 12°35′36″ ჩ. გ. 12°50′45″ დ. გ. / 12.59333° ჩ. გ. 12.84583° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2012 (36-ე სესია) |
ნომერი | 1407 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1407 ინგლ. • რუს. • ფრ. |
2012 წელს ბასარის კულტურული ლანდშაფტი იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში[1].