ბაქოს გუბერნია
ბაქოს გუბერნია (რუს. Бакинская губерния, აზერ. Bakı quberniyası; 6 დეკემბერი, 1859 — 1920) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ამიერკავკასიაში (შემდგომ — რუსეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლის ნაწილი). ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ბაქო. ფართობი 34,400 ვერსი², მოსახლეობა (1897 წ.) — 789,659 ადამიანი. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა — დაღესტნის ოლქი, დასავლეთით — ელიზავეტპოლის გუბერნია, სამხრეთით — სპარსეთი.
ბაქოს გუბერნია Бакинская губерния რუსეთის იმპერიის პროვინცია | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
![]() | |||||||
![]() | |||||||
დედაქალაქი | ბაქო | ||||||
ენა | რუსული აზერბაიჯანული სომხური | ||||||
ფართობი | 44,136 კმ² | ||||||
მოსახლეობა | 789,659 (1897) | ||||||
ისტორია
რედაქტირებარუსეთის იმპერია
რედაქტირება1859 წელს, საგუბერნიო ქალაქ შემახის დამანგრეველ მიწისძვრასთან დაკავშირებით, 6 (18) დეკემბრის უმაღლესი ბრძანებულებით, შემახის გუბერნიის ადმინისტრაცია და იქ მდებარე ყველა პროვინციული დაწესებულება გადავიდა ბაქოში, რის გამოც ახალ გუბერნიას ბაქოს სახელი ეწოდა[1].
1860 წლის 18 ივლისს უმაღლესი ბრძანებულებით დერბენტის გუბერნიას გამოეყო ყუბის მაზრა და შეუერთდა ბაქოს გუბერნიას[2], ხოლო 1867 წელს ნუხის და შუშის მაზრები გამოეყო და შეუერთდა ელიზავეტპოლის გუბერნიას.
რუსეთის რესპუბლიკა
რედაქტირებააზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
რედაქტირება1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომლის ფარგლებშიც ბაქოს გუბერნია გახდა მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული[3].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXIV, указ 35191, ст. 313
- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXV, указ 36026, ст. 916-917
- ↑ Протоколы заседаний мусульманских фракций Закавказского Сейма и Азербайджанского Национального Совета 1918 г. — Баку, 2006, с.117-119