ფრანც ბეკენბაუერი
ფრანც ანტონ ბეკენბაუერი (გერმ. Franz Anton Beckenbauer; დ. 11 სექტემბერი, 1945, მიუნხენი, გერმანია — გ. 7 იანვარი, 2024) — გერმანელი ფეხბურთელი, ფეხბურთის მწვრთნელი და მენეჯერი. არისტოკრატული თამაშის სტილის გამო შეარქვეს იმპერატორი (Kaiser). ბევრის მიერ მიიჩნევა ყველა დროის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად; ასევე ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიო ფეხბურთში[1][2]. ფრანცმა თამაში ნახევარმცველად დაიწყო, შემდეგ კი მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა.
![]() ბეკენბაუერი 2014 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ფრანც ანტონ ბეკენბაუერი | ||
დაბადების თარიღი | 11 სექტემბერი, 1945 | ||
დაბადების ადგილი | მიუნხენი, გერმანია | ||
გარდაცვალების თარიღი | 7 იანვარი, 2024 (78 წლის) | ||
სიმაღლე | 181 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი (ლიბერო) | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1951–1959 | მიუნხენ 1906 | ||
1959–1964 | ბაიერნი მიუნხენი U-13 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1964–1977 | ბაიერნი მიუნხენი | 427 | (60) |
1977–1980 | ნიუ-იორკ კოსმოსი | 105 | (19) |
1980–1982 | ჰამბურგი | 28 | (0) |
1983 | ნიუ-იორკ კოსმოსი | 27 | (2) |
სულ | 587 | (81) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1964 | გფრ (ახ.) | 3 | (3) |
1965 | გფრ B | 2 | (0) |
1965–1977 | გფრ | 103 | (14) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1984–1990 | გფრ | ||
1990–1991 | მარსელი | ||
1993–1994 | ბაიერნი მიუნხენი | ||
1996 | ბაიერნი მიუნხენი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბეკენბაუერი ორჯერ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად (1972, 1976). ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში. ბრაზილიელ მარიო ზაგალოსთან ერთად, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში გახდა.
მიუნხენის ბაიერნთან ერთად მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი 1967 წელს და ევროპის ჩემპიონთა თასი ზედიზედ სამჯერ (1974–1976). 1990-იან წლებში, ფრანცი ბაიერნის მწვრთნელი გახდა, შემდეგ კი პრეზიდენტი.
ბეკენბაუერი ითვლებოდაა გავლენიან ფიგურად გერმანულ და საერთაშორისო ფეხბურთში.
ადრეული წლები
რედაქტირებაფრანც ანტონ ბეკენბაუერი 1945 წლის 11 სექტემბერს დაიბადა ომის შემდგომ მიუნხენში. მისი მშობლები ფრანც ბეკენბაუერი და ანტონი იყვნენ და ის მათი მეორე ვაჟი იყო. მომავალი ფეხბურთელი მუშათა კლასის უბანში იზრდებოდა. მამის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ფეხბურთის თამაში 9 წლის ასაკში დაიწყო მიუნხენ '06-ის ბავშვთა გუნდში[3]. ამ პერიოდში ცენტრ-ფორვარდად თამაშობდა.
თავის კერპად 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფრიც ვალტერი მიაჩნდა. გულშემატკივრობდა მიუნხენ 1860-ს და ამ გუნდში თამაშზე ოცნებობდა[3]. თუმცა 1959 წელს ბაიერნის ბავშვთა გუნდს შეუერთდა.
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაბეკენბაუერის ბაიერნული დებიუტი 1964 წლის 6 ივნისს შედგა გერმანიის რანგით მეორე დივიზიონში, შტუტგარტერ კიკერსთან მატჩში. 1964-65 წლების სეზონი გუნდისათვის წარმატებული აღმოჩნდა და ბაიერნმა მომდევნო სეზონში ბუნდესლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.
ბაიერნი მალე ჩამოყალიბდა ქვეყნის ერთ-ერთ საფეხბურთო ლიდერად და 1967 წელს მოიგო როგორც გერმანიის თასი, ასევე ევროპის თასების მფლობელთა თასი. 1968-69 წლების სეზონიდან ბეკენბაუერი გუნდის კაპიტანი გახდა და მისი ლიდერობით იმავე წელს მიუნხენური კლუბი გერმანიის ჩემპიონი გახდა. ამავე პერიოდიდან ფრანცმა ლიბეროდ თამაში დაიწყო, რაც იმას გულისხმობდა რომ თავდაცვითი ფუნქციების შესრულების გარდა, ის თავისი გუნდის ბევრ შეტევასაც იწყებდა. მიიჩნევა რომ ფრანც ბეკენბაუერი საუკეთესოა, ვისაც ამ პოზიციაზე უთამაშია[1]. 1972-1974 წლებში გუნდმა ზედიზედ 3-ჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონის ტიტული. წარმატებას მიაღწია კლუბმა კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჩემპიონთა თასზეც. 1974 წელს ფინალში მადრიდის ატლეტიკო დაამარცხა და პირველად მოიპოვა ევროპის საუკეთესო კლუბის წოდება. ბაიერნმა ამ ტიტულის შენარჩუნება კიდევ 2-ჯერ შეძლო, — 1975 წლის ფინალში ინგლისური ლიდზი დაამარცხა, ხოლო 1976 წელს ფრანგული სენტ-ეტიენი. ბეკენბაუერი კვლავ რჩებოდა გუნდის მამოძრავებელ ძალად.
1977 წელს ფრანცმა მიიღო ამერიკული ნიუ-იორკ კოსმოსის შეთავაზება. ამ გუნდში ის 1980 წლამდე გამოდიოდა და ამ დროის განმავლობაში 3-ჯერ მოიგო ჩრდილოეთ ამერიკის საკლუბო ტურნირი (1977, 1978, 1980)[1]. 1980 წელს გერმანელი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა ამჯერად ჰამბურგში ჩაირიცხა. აქ მან მორიგი ბუნდესლიგის მოგება მოასწრო, შემდეგ კვლავ ნიუ-იორკ კოსმოსში დაბრუნდა ერთი სეზონით და კარიერა დაასრულა.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებამსოფლიო ჩემპიონატი 1966
რედაქტირებაფრანც ბეკენბაუერისათვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისში გამართული მუნდიალი გამოდგა. ამ დროს დასავლეთ გერმანელებს უვე ზეელერი კაპიტნობდა. ჯგუფის პირველ მატჩში გერმანელებმა შვეიცარიელები 5-0 გაანადგურეს, ფრანცმა კი დუბლი მიითვალა[4]. მომდევნო შეხვედრა არგენტინასთან უგოლო გამოდგა. დასკვნით ტურში ესპანელებს სძლიეს (2-1) და ჯგუფიდან პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდნენ.
მეოთხედფინალში დასავლეთ გერმანიამ ურუგვაი დაამარცხა (4-0), ბეკენბაუერმა კი 70-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა[4].
ტიტულები
რედაქტირებასათამაშო
რედაქტირებაპერიოდი | კლუბი | თამაში/გოლი | ტიტული | |
---|---|---|---|---|
1964-77 | ბაიერნი | 427 / 60 | საკონტინენტთაშორისო თასი: 1976 ჩემპიონთა ლიგა: 1974, 1975, 1976 უეფას თასების თასი: 1967 გერმანიის ჩემპიონი: 1969, 1972, 1973, 1974 გერმანიის თასი: 1966, 1967, 1969, 1971 | |
1977-80 | კოსმოსი | 105 / 19 | აშშ-ს ჩემპიონი: 1977, 1978, 1980 | |
1980-82 | ჰამბურგი | 28 / 0 | გერმანიის ჩემპიონი: 1982 | |
1983 | კოსმოსი | 27 / 2 | ||
1965-77 | გერმანია | 103 / 14 | მსოფლიოს ჩემპიონი:1974 მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი: 1966 მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი:1970 ევროპის ჩემპიონი: 1972 ევროპის ვიცე-ჩემპიონი:1976 | |
პირადი მიღწევები | ||||
1972 | ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი | |||
1976 | ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი |
სამწვრთნელო
რედაქტირებაპერიოდი | კლუბი | ტიტული |
---|---|---|
1984-90 | გერმანია | მსოფლიო ჩემპიონი:1990 მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი: 1986 |
1990-91 | ოლიმპიკი (მარსელი) | |
1994 | ბაიერნი (მიუნხენი) | გერმანიის ჩემპიონი:1994 |
1996 | ბაიერნი (მიუნხენი) | უეფას თასი:1996 |
ინდივიდუალური
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბილისი: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- კაკაბაძე, მიხეილ (1978). ტოტალური ფეხბურთის ზეიმი : X მსოფლიო ჩემპიონატი. თბილისი: საბჭ. საქართველო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფრანც ბეკენბაუერი — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- ფრანც ბეკენბაუერის ინფო Soccerbase-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Der Kaiser, the brains behind Germany. ფიფა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-22.
- ↑ ლოუტონი, ჯეიმზ (3 ივნისი, 2006). „Franz Beckenbauer: The Kaiser“. The Independent. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ 3.0 3.1 Hesse-Lichtenberger, გვ. 205
- ↑ 4.0 4.1 Franz BECKENBAUER. FIFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-30. ციტირების თარიღი: 2015-04-02.
- ↑ Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
- ↑ Pelé's Choice of 125 Living Players
- ↑ The FIFA 100. theguardian.com.
- ↑ Fifa names greatest list. news.bbc.co.uk.
- ↑ FIFA 100 – list of the 125 greatest living footballers in 2004 created by Pelé for FIFA´s 100th anniversary.
- ↑ Pele's list of the greatest. news.bbc.co.uk.