ბერტა ხაფავა
ბერტა ხაფავა (დ. 15 მაისი, 1941, თბილისი — გ. 17 თებერვალი, 2025, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1979).
ბერტა ხაფავა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 მაისი, 1941 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
17 თებერვალი, 2025 (83 წლის) თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი |
საქმიანობა | მსახიობი |
დამსაქმებელი | რუსთაველის თეატრი, გორის დრამატული თეატრი, მოზარდ მაყურებელთა თეატრი |
ჯილდოები | საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი |
1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1960 წლიდან მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სცენის თანამშრომლად. 1966 წლიდან იყო გორის თეატრის მსახიობი. 1969 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის დასში გადავიდა. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კატა (ე. შვარცის „წითელქუდა“), ქეთინო (ალ. თაბორიძის „დაკარგული დრო“), ბარბარე (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), ილია (ვ. იაქაშვილის „ციხის ხევის საიდუმლო“), თხა (გ. ახვლედიანის „ბაბუა და შვილიშვილი“), კოწია (ა. ჭილაშვილის „აცა-ბაცა“), ტურა (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“), რიტა ოსიანინა (ა. ვასილიევის „განთიადი კი აქ წყნარი იცის“), მერი პოპინსი (პ. ტრავერსი „მერი პოპინსი“) და სხვა. გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: „ნატვრის ხე“ (1976), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „სიყვარული ყველას უნდა“ (1980), „არაჩვეულებრივი რეისი“ (1982), „ზოგი ჭირი მარგებელია“ (1984), „ბებია ყველასათვის“ (1986), „ფესვები“ (1987), „ორფეოსის სიკვდილი“ (1996), „სიყვარული და კარტოფილი“ (2003), „დარჩი ჩემთან“ (2011), „გრძელი ნათელი დღეები“ (2013) და სხვა.
2013 წლის 18 მაისს მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ მსახიობის ვარსკვლავი გაიხსნა.[1]
გარდაიცვალა 2025 წლის 17 თებერვალს, 83 წლის ასაკში.[2]
ფილმოგრაფია
რედაქტირება
|
|
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ვარსკვლავები
- ↑ „გარდაიცვალა მსახიობი ბერტა ხაფავა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2025. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1979. № 5. გვ. 13.