ბორის ღოღობერიძე
ბორის ღოღობერიძე (დ. 26 იანვარი, 1884, ქუთაისი — 21 აპრილი, 1954) — ქართველი მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1919), პროფესორი (1930).
ბიოგრაფია
რედაქტირება1908 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1921 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1920-1922 წლებში დროებით ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიისა და სასამართლო მედიცინის კათედრას. 1932 წლიდან იყო პედიატრიის, ხოლო 1942 წლიდან გარდაცვალებამდე პედიატრიის, სან-ჰიგიენისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე. 1924-1925 წლებში საქართველოში პირველმა გამოიყენა სისხლის გადასხმა მეან-გინეკოლოგიის დაავადებათა დროს.
ნაშრომები
რედაქტირებაშეისწავლიდა მშობიარობის გაუტკივარების, ქალის უნაყოფობის, სისხლის გადასხმის საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით კლინიკაში მზადდებოდა სამკურნალო (ანტილუეინური, ანტიოვრიული, ანტიტესტიკულარული) შრატები. შეადგინა მეანობის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე.
- მრავალნაყოფიანი ორსულობა, თბილისი, საქმედგამი, 1951
- მშობიარობის გაუმტკივნეულება, თბილისი, 1938
- ოპერაციული გინეკოლოგია, თბილისი, 1937
- მუცლის ღრუში ორსულობის საკითხისათვის, ტფილისი, პოლიგრაფტრ. 1-ლი სტ., 1930
- საშვილოსნოს დამატებით რქაში Haematometr-ის დიაგნოზისათვის, ტფილისი, პოლიგრაფტრ. 1-ლი სტ., 1929
- ოპერაციული მეანობა, ტფილისი, 1927
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 598.