ბრაიან გრეიზერი
ბრაიან გრეიზერი (ინგლ. Brian Grazer; დ. 12 ივლისი, 1951, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი კინო და ტელეპროდიუსერი. 1986 წელს რონ ჰოვარდთან ერთად დააფუძნა Imagine Entertainment. მათ მიერ გამოშვებულმა ფილმებმა 13 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. თავად გრეიზერის გამოშვებულმა ტელე და კინონამუშევრებმა ჯამში ოსკარის 43 და ემის 131 ნომინაცია მიიღეს. 2007 წელს ჟურნალმა Time Magazine გრეიზერი დაასახელა მსოფლიოს 100 გავლენიან პიროვნებას შორის.
ბრაიან გრეიზერი | |
---|---|
| |
დაბადების სახელი | ბრაიან ტომას გრეიზერი |
დაბადების თარიღი |
12 ივლისი, 1951 ლოს-ანჯელესი, აშშ |
რეზიდენცია | სანტა მონიკა, კალიფორნია |
საქმიანობა | პროდიუსერი |
აქტიური | 1978-დღემდე |
ოსკარი | 2001 — ბრწყინვალე გონება |
ოქროს გლობუსი | 2001 — ბრწყინვალე გონება |
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | დასახელება | ორიგინალური დასახელება | რეჟისორი |
---|---|---|---|
1985 | ნამდვილი გენიოსი | Real Genius | მართა კულიჯი |
1989 | მშობლობა | Parenthood | რონ ჰოვარდი |
1992 | ბუმერანგი | Boomerang | რეჯინალდ ჰადლინი |
1995 | აპოლო 13 | Apollo 13 | რონ ჰოვარდი |
1998 | ფსიქო | Psycho | გას ვან სენტი |
2000 | როგორ მოიპარა გრინჩმა შობა | Dr. Seuss' How the Grinch Stole Christmas | რონ ჰოვარდი |
2001 | ბრწყინვალე გონება | A Beautiful Mind | რონ ჰოვარდი |
2002 | 8 მილი | 8 Mile | კარტის ჰენსონი |
2003 | შეუწყნარებელი სისასტიკე | Intolerable Cruelty | ძმები კოენები |
2003 | დაკარგული | The Missing | რონ ჰოვარდი |
2006 | და ვინჩის კოდი | The Da Vinci Code | რონ ჰოვარდი |
2007 | ამერიკელი განგსტერი | American Gangster | რიდლი სკოტი |
2008 | ჩანაცვლებული | Changeling | კლინტ ისტვუდი |
2008 | ფროსტი ნიქსონის წინააღმდეგ | Frost/Nixon | რონ ჰოვარდი |
2009 | ანგელოზები და დემონები | Angels & Demons | რონ ჰოვარდი |
2010 | რობინ ჰუდი | Robin Hood | რიდლი სკოტი |
2011 | ჯეი ედგარი | J. Edgar | კლინტ ისტვუდი |
2013 | რბოლა | Rush | რონ ჰოვარდი |