ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბრიჯიტ ლუიზ რაილი (ინგლ. Bridget Louise Riley CH CBE; 24 აპრილი, 1931, ლონდონი) — ინგლისელი მხატვარი, ოპ-არტის აქტიური პროპონენტი.

ბრიჯიტ რაილი
დაიბადა 24 აპრილი, 1931(1931-04-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [9] (93 წლის)
დაბადების ადგილი South Norwood და ლონდონი[10] [11]
ჟანრი აბსტრაქციონიზმი[12] [13]

ცხოვრება და შემოქმედება

რედაქტირება
 
„მოძრაობა წრეებში“, 1960

განათლება ჩელტენჰემის ქალთა კოლეჯში მიიღო; ხელოვნებას ჯერ გოლდსმითის კოლეჯში, შემდეგ კი ხელოვნების სამეფო აკადემიაში სწავლობდა, სადაც მის ჯგუფში ასევე იყვნენ პიტერ ბლეიკი და ფრენკ აუერბახი. რაილიმ კოლეჯი ადრე დატოვა ავადმყოფი მამის გამო; მცირე ხანში თავადაც სულიერი დეპრესია დაემართა. გამომჯობინების შემდეგ რამდენიმე სამსახურს იცვლის, მათ შორის ხელოვნების მასწავლებლის და უოლტერ თომპსონის სარეკლამო კომპანიაში ხელოვნების განყოფილების თანამშრომლისას.

გვიან 1950-იან წლებში რაილი იწყებს მკვეთრად გამოხატული საკუთარი ხელწერის ნამუშევრების შექმნას, რაზეც გავლენა სხვადასხვა წყაროებს მოუხდენია. ჟორჟ სიურას პოინტილისუტური სამუშევრები მასში ოპტიკური ეფექტებისადმი ინტერესს აღვივებს. ვიქტორ ვასარელის ნახატები, რომელიც მის დიზაინში შავ-თეთრ ხაზებს იყენებდა 1930-იანი წლებიდან ასევე ძლიერ გავლენას ახდენს რაილის ადრეულ ნაშრომებზე. მის გვიანდელ ნამუშევრებში შეინიშნება ფუტურისტების, განსაკუთრებით კი ჯაკომო ბალას, გავლენაც.

ამ პერიოდში იწყებს რაილი შავ-თეთრი ნახატების შექმნას, რომელიც დღეს მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია. ეს ნამუშევრები წარმოადგენს გეომეტრიული ფორმების მრავალფეროვნებას, რომლებიც მოძრაობის ან ფერის შეგრძნებას იწვევს. ადრეულ 1960-იანებში მისი ნამუშევრები მნახველში ზღვის ავადმყოფობის ან სიმაღლიდან ვარდნის შეგრძნებას იწვევს. ამ სტილის ნამუშევრებისგან შედგებოდა მისი პირველი სოლო გამოფენა ლონდონში 1962 წელს ვიქტორ მასგრეივის Gallery One-ში, ისევე როგორც მრავალრიცხოვან გვიანდელ გამოფენებში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  2. Berliner Akademie der Künste — 1696.
  3. FemBio database
  4. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. The Fine Art Archive — 2003.
  6. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  7. Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  8. Munzinger Personen
  9. 9.0 9.1 Encyclopædia Britannica
  10. Union List of Artist Names
  11. The Fine Art Archive
  12. https://www.davidzwirner.com/artists/bridget-riley/biography
  13. Artsy — 2009.


მოძიებულია „https://ka.wiki.x.io/wiki/ბრიჯიტ_რაილი“-დან