ბურიშები
ბურიშები — პაკისტანის მიერ კონტროლირებადი ქაშმირის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი. საუბრობენ ბურუშასკის იზოლირებულ ენაზე. მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 87 ათასი ადამიანი.
რუსი ლინგვისტების ვარაუდით ბურიშები არიან სინო-კავკასიელთა შთამომავლები, რომლებმაც ასიმილაცია განიცადეს ინდოევროპელებთან[1].
ბურიშები არიან ისლამის მიმდევრები.