გრამი

(გადამისამართდა გვერდიდან )
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გ (მრავალმნიშვნელოვანი).
ეს სტატია მასის საზომ ერთეულს ეხება. გამოსხივების შთანთქმული დოზის საზომი ერთეულის შესახებ იხილეთ გრეი (გრ).

გრამი (ფრანგ. gramme < ლათ. gramma და ბერძ. γράμμα [grámma] — „წონის მცირე საზომი“; შემოკლებითი აღნიშვნები: ქართული — , საერთაშორისო — g) — მასის ძირითადი ერთეული ერთეულთა CGS სისტემაში და მასის წილობითი ერთეული (0,001 კგ) ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში.

კალმისტრის თავსახური, რომელიც დაახლოებით 1 გრამს იწონის

განისაზღვრება კილოგრამის ეტალონით (როგორც მისი მეათასედი ნაწილი). 1 გრამი უდრის 1 სმ³ ქიმიურად სუფთა გამოხდილი წყლის მასას მისი უდიდესი სიმკვრივის ტემპერატურაზე (დაახლოებით 4°C), 0,2% სიზუსტით.

გრამის მიმართება მასის სხვადასხვა ერთეულებთან ამგვარია:

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wiki.x.io/w/index.php?title=გრამი&oldid=4734935“-დან