გაბანააანთხევი — ნაწილობრივ ამოვსებული ხევი თბილისში, ვერაზე, ლურჯ მონასტერსა და ვერის პარკს შორის. XVIII საუკუნეში ვერე გაბაშვილების მამული იყო და ხევის სახელიც ამ გვართანაა დაკავშირებული, თუმცა ლურჯი მონასტრის მიმდებარე მიწები რაფიელ დანიბეგაშვილს, ხოლო ხევის გადაღმა ტერიტორია მღვდელ გამდლიშვილს ეკუთვნოდა. ახლანდელი ვერის ბაღის დიდ ნაწილზე ერთ დროს სასაფლაო იყო. 1973 წელს ხევის რთულ რელიეფზე აშენდა ჭადრაკის სასახლე (არქიტექტორები ვ. ალექსი-მესხიშვილი, გ. ღუდუშაური).

ლიტერატურა

რედაქტირება