განხილვა:რუსთაველის თეატრი
განხილვა
რედაქტირებასტატია კარგადაა დაწერილი და ღირსიცაა გახდეს რჩეული, მაგრამ (და ყოველთვის არის ეს 'მაგრამ'-ი) სანამ ეს მოხდება ერთი შენიშვნა მაქვს სტატიასთან, კერძოდ: ეგებ რამენაირად მოხერხდეს თეატრის დღევანდელი დასის შესახებ დაწერა, სულ მცირე მათი სახელების ჩამოთვლა, რადგან ქვესათაურ "თეატრ"-ში ამაზე არაფერია ნახსენები. მგონი სამართლიანი თხოვნაა. და კიდევ, ხომ არ აჯობებდა შენობაზე ქვემოთ გველაპარაკა, რადგან სტატია მაინც თეატრზეა და შენობა მისი ნაწილია-(იფიქრეთ ამაზე). პატივისცემით Rastrelli F 19:45, 14 ივლისი 2007 (UTC)
- შენიშვნა სამართლიანია. დასი დავამატე, თუმცა ცოტა შეუხედავია ამდენი წითელი ბმული - თითქმის არცერთ მსახიობზე სტატიის ესკიზიც არ არის. რაც შეეხება შენობას - ეს სტატია მარტო თეატრზე არ არის. შენობა ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა და სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მეორე მხრვ, თეატრის განყოფილებების ქვევით რომ ჩავიტანო თითქმის შეუმჩნეველი გახდება, არადა ეს ინფორმაცია თავისი სურათებითურთ საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესოა. - ალ-ო გ / წ 22:25, 17 ივლისი 2007 (UTC)
ისე მართალი ხარ, ამდენი წითელი ბმული სახეს უკარგავს სტატიას. ხომ არ ჯობია უბრალოდ ჩამონათვალი იყოს ბმულების გარეშე?! კაცმა რომ თქვას, რა საჭიროა ბმულები, თუ ვერსად გაგაგზავნის (ჯერ-ჯერობით მაინც), ხოლო როცა გაჩნდება სურვილი და ინფორმაცია მერე გაკეთდეს ისინი! - მგონი ასე ჯობია. Rastrelli F 15:52, 18 ივლისი 2007 (UTC)
- ამ ბმულზე - თეატრის ვებგვერდის განყოფილება - არის ყველა ამ მსახიობის მოკლე ბიო. პრინციპში ესკიზისთვის საკმარისი ინფოა. მე რამდენიმე გავაკეთე, თუ სხვებიც მოიცლიან კარგი იქნებოდა - ასე თუ ისე ყველა ამ მსახიობზე კარგი იქნება ინფორმაცია გვქონდეს აქაც. - ალ-ო გ / წ 16:39, 18 ივლისი 2007 (UTC)
ძალიან კარგი აზრია, კვირის ბოლომდე, მე პირადად მივხედავ მაგ საქმეს! Rastrelli F 20:12, 18 ივლისი 2007 (UTC)
დასი
რედაქტირებახომ არ აჯობებდა დასი ასეთი სახით დაგველაგებინა:
ამჟამად თეატრის დასის წევრები არიან: ხელმძღვანელი:
- რობერტ სტურუა (1980 წლიდან);
რეჟისორი:
- რევაზ ჩხაიძე
ვარსკვლავები:
- გურამ საღარაძე, რამაზ ჩხიკვაძე, მედეა ჩახავა;
მსახიობები:
- კარლო საკანდელიძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე, ...
... მხატვარ-გამფორმებლები:
- გოგი ალექსი-მესხიშვილი, მირიან შველიძე, თემურ ნინუა;
კომპოზიტორები:
- გია ყანჩელი, ია საკანდელიძე.
--Rastrelli F 08:19, 28 ივლისი 2007 (UTC)
ok, sounds good. ბევრი თეთრი სივრცე რომ არ დარჩეს, ალბათ რამდენიმე სურათის ჩასმა მოგვიწევს - ზოგიერთი ვარსკვლავის, ეტს. - ალ-ო გ / წ 08:31, 28 ივლისი 2007 (UTC)
მინდა ერთი დავამატო და გაითვალისწინოთ რომ,როდესაც ნაწარმოებს წერთ ვრცლად უნდა იყოს იმ სიტყვების განმარტება რაც არის მოხსენიებული
95.137.130.68 16:04, 20 იანვარი 2010 (UTC)