გიზელა ალბერტის ასული ციპოლა (უკრ. Гізела Альбертівна Ципола, უნგრ. Cipola Gizella; დ. 27 სექტემბერი, 1944) — საბჭოთა, უკრაინელი საოპერო მომღერალი (სოპრანო), პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1988).

გიზელა ციპოლა
დაბადების თარიღი 27 სექტემბერი, 1944 (1944-09-27) (80 წლის)
გატი, ჩეხოსლოვაკია
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
უკრაინის დროშა უკრაინა
ჯილდოები სსრკ სახალხო არტისტი (1988)

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიზელა ციპოლა დაიბადა 1944 წლის 27 სექტემბერს სოფელ გატში (ზოგიერთი წყაროს მიხედვით - სოფელ იანოშიში ) (ამჟამად უკრაინის ზაკარპატიას რეგიონის ბერეგოს თემი ), სადაც მისი მამა იყო დიდი კოლმეურნეობის ხელმძღვანელი. ეროვნებით უნგრელი. ოჯახში ხუთი შვილი იყო.

დაწყებითი განათლება სოფელ ველიკი ბერეგის სკოლაში მიიღო, სწავლა განაგრძო მუკაჩევოს სკოლაში, სადაც მონაწილეობდა სამოყვარულო სპექტაკლებში. უჟგოროდში დაამთავრა მუსიკალური სკოლა (ამჟამად დ. ზადორის სახელობის) ა.ზადორის კლასში, 1969 წელს კი - ხარკოვის ი.კოტლიარევსკის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტი (ტ. ვესკეს ვოკალური კლასი).

1968 წელს მიიღეს ტ.შევჩენკოს სახელობის კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში, სადაც 1969 წელს შედგა მისი დებიუტი მთავარი როლით ჯაკომო პუჩინის ოპერაში „მადამ ბატერფლაი“. მოგვიანებით თეატრის ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი გახდა.

1976 წელს, ტოკიოში (იაპონია) საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე „მადამ ბატერფლაი“ მოიპოვა იაპონელი მომღერლის მიური ტამაკის სახელობის პირველი პრიზი და აღიარებულ იქნა ბატერფლაის პარტიის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად მსოფლიოში. კონკურსის ისტორიაში ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც მომღერალი გახდა სამივე თასის მფლობელი - ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს; ასევე „მსოფლიოში საუკეთესო ბატერფლაის“ და „ოქროს“ კიმონოს ტიტულის მფლობელი. მომღერალისთვის გადაცემული კიმონო სპეციალურად მისთვის დამზადდა და მოიქარგა ნატურალური ოქროს ძაფებით, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ამჟამად ეს კიმონო ინახება კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მდებარე თეატრალურ მუზეუმში.

1982 წელს, ვისბადენის ოპერის ფესტივალზე, მან პირველად შეასრულა კატერინას პარტია დიმიტრი.შოსტაკოვიჩის ოპერიდან „კატერინა იზმაილოვა“, რომელიც მან ფესტივალის წინა დღეებში, სულ რაღაც 12 დღეში შეისწავლა კონცერტმეისტერ ა.ვიშნევიჩთან ერთად.

შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში ციპოლამ შეასრულა 30 (ზოგიერთი წყაროს მიხედვით - 56) პარტია რუსი, საბჭოთა და უცხოელი კომპოზიტორების ოპერებში სხვადასხვა ქვეყნის და თეატრების სცენაზე.

მომღერლის საკონცერტო რეპერტუარში შედის რუსი და უცხოელი კლასიკური კომპოზიტორების 400-ზე მეტი რომანსი და საკონცერტო არია, ასევე ხალხური სიმღერები.

ციპოლა მოგზაურობდა საზღვარგარეთ: გდრ-ში, ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, ფინეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, შვეიცარიაში, იაპონიაში, ხშირად დადიოდა კონტრაქტებით. პრაღაში (ჩეხოსლოვაკია ) ის მღეროდა სამ ოპერის თეატრში, ხშირად ასრულებდა რეპერტუარს, რომელიც არასოდეს უმღერია კიევში, მაგალითად, მაჟენკას პარტია ოპერაში ბედრჟიხ სმეტანას „გაყიდული პატარძალი“.

1985 წლიდან ასწავლიდა კიევის კონსერვატორიაში (ახლანდელი პ. ი. ჩაიკოვსკის სახელობის უკრაინის ეროვნული მუსიკალური აკადემია).

1994 წელს, 49 წლის ასაკში მან დატოვა თეატრი.

1995 წელს ბუდაპეშტში გიზელა ციპოლამ ჩაწერა სამი კომპაქტ-დისკი უნგრელი კომპოზიტორების იშვიათად შესრულებული ნაწარმოებებით.

მომღერლის ბოლო გამოსვლა მოსკოვში იყო მონაწილეობა დირიჟორ სტეფან ტურჩაკის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტში, რომელიც გაიმართა „Golden Gate Hall“-ში, სადაც მან შეასრულა იტალიური საოპერო არიები. 2000 წელს კონცერტებით გამოვიდა სტოკჰოლმში, სადაც შეასრულა სოპრანოს პარტიები ჯუზეპე ვერდისრეკვიემიდან“, ვოლფგანგ.ამადეუს მოცარტის „რექვიემიდან“, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიიდან .

ოპერის და კამერული მომღერლის კარიერის დასრულების შემდეგ გიზელა ციპოლა დასახლდა უკრაინის ზაკარპატიის რაიონის მშობლიურ სოფელ გატში, იყიდა მიწა და ააშენა სახლი. იგი დაკავდა ბიზნესით, თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა და კლასიკური მუსიკის მოსმენა, ბუნებაში დროის გატარება, საჭმელის მომზადება, მებაღეობა, ყვავილების და ხეების მოშენება და ჰყავს ძაღლი, ტაქსა, სახელად შანდორი .

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება
  • 1967 : პირველი პრიზი კიევში კამერული შემსრულებელთა საკავშირო კონკურსზე
  • 1968 : მ.ი. გლინკას სახელობის ვოკალისტთა IV საკავშირო კონკურსის პირველი პრიზი კიევში
  • 1973 : საქართველოს სსრ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია (ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში „აბესალომ და ეთერი“ ეთერის პარტიის შესრულებისთვის)
  • 1976
    • პირველი პრემია ტოკიოში ვოკალურ საერთაშორისო კონკურსზე „მადამ ბატერფლაი“ ( პუჩინის ოპერაში „მადამ ბატერფლაი“ ჩიო-ჩიო-სანის პარტიის საუკეთესო შესრულებისთვის, სამივე თასი - ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო, ტიტული „საუკეთესო ბატერფლაი მსოფლიოში“, „ოქროს“ კიმონო)
    • უკრაინის სსრ სახალხო არტისტი
  • 1988 : სსრკ სახალხო არტისტი

ვოკალი ფილმებში

რედაქტირება
  • 1982 — „ბატერფლაის დაბრუნება“ - სოლომია კრუშელნიცკაია
  • 1982 — „ფაუსტი“ (ფილმი-ოპერა) - მარგარიტა

როლები ფილმებში

რედაქტირება
  • 1993 — მახე — ოპერის მომღერალი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება