გიორგი კანდელაკი
გიორგი კანდელაკი (დ. 10 აპრილი, 1974, სოფ. ვარიანი, გორის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მოკრივე. მსოფლიოს თასის გათამაშების მესამე პრიზიორი (1994). მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1992). ატლანტის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, პირველი ორი ბრძოლის მოგების შემდეგ მესამე წრეში კუბელ ფელიქს სავონთან დამარცხდა და ბრძოლას გამოეთიშა). 1998 წლიდან პროფესიონალურ კრივში გადავიდა. მსოფლიოს ჩემპიონი WBU-ის ვერსიით (2002, 2003). პროფესიონალურ რინგზე გამართა 24 ბრძოლა და ყველა მოიგო (18 — ნოკაუტით). საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1997). საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი (2002-იდან). ღირსების ორდენის კავალერი (1997). სპორტული კლუბის „ჩემპიონი“ დამფუძნებელი (1999).
ძირითადი შედეგები
რედაქტირებაწელი | ტურნირი | მასპინძელი | წონითი კატეგორია |
ადგილი |
---|---|---|---|---|
1993 | ევროპის ჩემპიონატი | ბურსა, თურქეთი | -91 კგ | |
1993 | მსოფლიო ჩემპიონატი | ტამპერე, ფინეთი | -91 კგ | |
1997 | მსოფლიო ჩემპიონატი | ბუდაპეშტი, უნგრეთი | +91 კგ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 170, თბ., 1998–1999.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გიორგი კანდელაკი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი კანდელაკი[მკვდარი ბმული] — ქართული სპორტის სტატისტიკა.