გიორგი რეხვიაშვილი
გიორგი რეხვიაშვილი (დ. 22 თებერვალი, 1988, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი.
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი რეხვიაშვილი | ||
დაბადების თარიღი | 22 თებერვალი, 1988 | ||
დაბადების ადგილი |
რუსთავი, ![]() | ||
სიმაღლე | 1,80 მ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | დინამო ბათუმი | ||
ნომერი | 18 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2008–2009 | ოლიმპი რუსთავი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2008–2011 | ოლიმპი რუსთავი | 69 | (6) |
2011–2014[1] | დინამო თბილისი | 55 | (0) |
2013 | → ჩიხურა საჩხერე | 24 | (3) |
2014 | ჩიხურა საჩხერე | 0 | (0) |
2014–2015 | ბოლუსფორი | 6 | (0) |
2015–2016 | დინამო თბილისი | 0 | (1) |
2016–2017 | ჩიხურა საჩხერე | 21 | (1) |
2017 | ლოკომოტივი თბილისი | 32 | (3) |
2018–2019 | საბურთალო | 32 | (2) |
2019 | ლევადიაკოსი | 10 | (0) |
2019 | საბურთალო | 14 | (1) |
2020 | ვენცპილსი | 20 | (0) |
2021 | შუქურა ქობულეთი | 25 | (0) |
2022– | დინამო ბათუმი | 5 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2011 | საქართველო 21 წლ. | 0 | (0) |
2013– | საქართველო | 1 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 26 მაისი, 2022 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 17 მარტი, 2017 |
კარიერა
რედაქტირებარეხვიაშვილმა კარიერა თავის მშობლიურ ქალაქის კლუბში, რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო, ის გუნდში 2009 წელს ჩაირიცხა და 65 თამაშის ჩატარება მოახერხა, კლუბში კარგი თამაშის გამო, მისით საქართველოს უძლიერესი კლუბი, თბილისის „დინამო“ დაინტერესდა, გიორგი თბილისურ კლუბს შეუერთდა. 1 წლის შემდეგ იჯარის წესით გადავიდა საჩხერის „ჩიხურაში“, სეზონის დასრულების შემდეგ „დინამომ“ ქართველი ფეხბურთელი ისევ დაიბრუნა, 10 მატჩის ჩატარების შემდეგ კი, რეხვიაშვილმა საჩხერერეში დაბრუნება გადაწყვიტა, „ჩიხურაში“ შესანიშნავად ითამაშა, ევროპის ლიგაზე დიდი წვლილი შეიტანა გუნდის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლაში. მისით თურქული „ბურსასფორი“ და მაჰაჩყალის „ანჟი“ დაინტერესდა, საბოლოოდ გიორგიმ თურქეთის პირველი ლიგის კლუბ „ბოლუსფორთან“ 2 წლიან კონტრატს მოაწერა ხელი. სეზონის დაწყებიდან პირველ 5 მატჩში 90 წუთი დაჰყო მოედანზე, ხოლო მეექვსეში, „ალთორნოდუს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ვარედინი მყესები გაიწყვიტა და 43-ე წუთზე შეცვალეს.[2]
ტიტულები
რედაქტირება- უმაღლესი ლიგა ჩემპიონი (2): 2009/2010, 2013/2014
- საქართველოს თასის გამარჯვებული (1): 2013/2014
- საქართველოს თასის ფინალისტი (1): 2012/2013
- საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2): 2010/2011, 2013/2014
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გიორგი რეხვიაშვილი დინამოში ითამაშებს, დინამოს ოფიციალური საიტი, 27 იანვარი, 2014.
- ↑ გიორგი რეხვიაშვილმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა[მკვდარი ბმული], საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 24 ნოემბერი, 2014.