გნეუს ნევიუსი
გნეუს ნევიუსი (ლათ. Gnaeus Naevius; დ. დაახლ.[3] ძვ. წ. 270, კამპანია — გ. ძვ. წ. 201, უტიკა,[4] კართაგენთან, ახლანდელი ტუნისი, ჩრდ. აფრიკა) — კამპანიური წარმოშობის რომაელი პოეტი და დრამატურგი.
გნეუს ნევიუსი | |
---|---|
ლათ. Gnaeus Naevius | |
დაბადების თარიღი | ძვ. წ. 275 |
დაბადების ადგილი | კაპუა |
გარდაცვალების თარიღი | ძვ. წ. 201[1] |
გარდაცვალების ადგილი | უტიკა |
საქმიანობა | პოეტი, დრამატურგი და მწერალი[2] |
ენა | ლათინური ენა |
მოქალაქეობა | ძველი რომი |
საფუძველი ჩაუყარა რომაულ ეროვნულ დრამასა და ეპოსს. ძირითადად ეყრდნობოდა ბერძნულ თხზულებებს, მაგრამ მათში რომაული სინამდვილიდან ორიგინალური მასალა შეჰქონდა. კომედიების შეთხზვის დროს ნევიუსმა პირველად მიმართა კონტამინაციის ხერხს[5] — ორი ან სამი ბერძნული კომედიის შეერთებით ქმნიდა ერთს, რომლის გმირები რომაულ ტოგაში იყვნენ გამოწყობილი. ნევიუსი კომედიებში თავს ესხმოდა პატრიციუსებს, რისთვისაც ციხეში ჩასვეს და რომიდანაც გააძევეს. მას ეკუთვნის აგრეთვე პოემა „პუნიკური ომი“ 7 წიგნად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 363.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Gnaeus Gnaevius. Bibliotheca Augustana (2009). ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2019.
- Naevius. The Latin Library (2009). ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2019.
- Naevius: text and translation. attalus.org (2014). ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2019.
- Fragments de C. Naevius. remacle.org (2014). ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2019.
- ყაუხჩიშვილი, სიმონ (1961). ანტიკური ლიტერატურის ისტორია. თბ.: ცოდნა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ FJCL Latin Literature Study Guide. Florida Junior Classical League. ციტატა: „Gnaeus Naevius: The first native Roman writer of note, he was born c 270 B.C. He is best known for his „Bellum Punicum“, an epic poem on the First Punic War in Saturnian verse. He invented fabulae praetextae, dramas based on Roman subjects named for the garment. He also wrote fabulae palliatae.“ ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2019.
- ↑ უტიკა (ფინიკ. 𐤀𐤕𐤒, ლათ. Utica ფინიკიური ˁattiq-იდან — „ძველი“) — უძველესი ქალაქი კართაგენის ჩრდილო-დასავლეთით (თანამედროვე ტუნისის ტერიტორია), ტრადიციულად ითვლებოდა ფინიკიელთა მიერ დაარსებულ ერთ-ერთ პირველ კოლონიურ დასახლებად ჩრდ. აფრიკაში.
- ↑ კონტამინაცია — ორი ან რამდენიმე ამბის ერთმანეთში არევა თხრობის დროს. უცხო სიტყვათა ლექსიკონი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. წაკითხვის თარიღი: 20 მაისი, 2019.