გორიჯვარი
გორიჯვარი — ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ გორიჯვარში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მ.

ჰავა რბილია, იცის მცირეთოვლიანი ზამთარი და თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურა არის −1,2 °C, აგვისტოს — 22,3 °C. ნალექები დაახლოებით 600 მმ. წელიწადში. სამკურნალო ფაქტორი: მცირე მინერალიზაციის ჰიდროსულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყალი (დებიტი 20 ათ. ლ/დღ-ღ). იყენებენ აბაზანებისათვის. სამედიცინო ჩვენება: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებანი. კურორტზე არის ამბულატორიული სააბაზანო მკურნალობა. სეზონი — ივნისიდან სექტემბრამდე.
ლიტერატურა
რედაქტირება- უშვერიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 229.
- უშვერიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 122.