გრეგორი ვან დერ ვილი
გრეგორი კარტლი ვან დერ ვილი (დ. 3 თებერვალი, 1988, ამსტერდამი, ნიდერლანდები) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს მარჯვენა მცველის პოზიციაზე.
![]() ვან დერ ვილი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გრეგორი კარტლი ვან დერ ვილი[1] | ||
დაბადების თარიღი | 3 თებერვალი 1988 | ||
დაბადების ადგილი | ამსტერდამი, ნიდერლანდები | ||
სიმაღლე | 1,83 მ[2] | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1996-2002 | აიაქსი | ||
2002-2005 | ჰარლემი | ||
2005-2007 | აიაქსი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2007-2012 | აიაქსი | 130 | (12) |
2012–2016 | პარი სენ-ჟერმენი | 89 | (4) |
2016–2017 | ფენერბახჩე | 11 | (0) |
2017–2018 | კალიარი | 5 | (0) |
2018–2019 | ტორონტო | 27 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2007 | ნიდერლანდები 19 წლ. | 1 | (0) |
2008-2009 | ნიდერლანდები 21 წლ. | 5 | (0) |
2009-2015 | ნიდერლანდები | 46 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 იანვარი, 2018 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 6 სექტემბერი, 2015 |
ვან დერ ვილი არის „აიაქსის“ ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილი. 2007 წელს გადავიდა „აიაქსის“ პირველ გუნდში და 4 წლის მანძილზე ნიდერლანდების ეროვნულ ჩემპიონატში ჩაატარა 130 შეხვედრა და გაიტანა 12 გოლი. 2012 წელს გადავიდა ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენში“ 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ეროვნულ ნაკრებში ვან დერ ვილის დებიუტი შედგა 2009 წლის 11 თებერვალს, ტუნისის წინააღმდეგ.
მონაწილეობა აქვს მიღებული 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის წინააღმდეგ.
ტიტულები და მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებააიაქსი
რედაქტირება- ერედივიზია (2): 2010-2011, 2011-2012
- ნიდერლანდების თასი (2): 2006-2007, 2009-2010
- იოჰან კრუიფის თასი (1): 2007
პარი სენ-ჟერმენი
რედაქტირება- ლიგა 1 (3): 2012-2013, 2013-2014, 2014-2015, 2015-2016
- საფრანგეთის საფეხბურთო თასი (2): 2014-2015, 2015-2016
- საფრანგეთის სუპერთასი (3): 2013, 2014, 2015
- საფრანგეთის ლიგის თასი (2): 2013-2014, 2014-2015, 2015-2016
ტორონტო
რედაქტირება- კანადის ჩემპიონშიპი: 2018
- კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგა: მეორე ადგილი, 2018
სანაკრებო
რედაქტირება- მსოფლიო ჩემპიონატი: მეორე ადგილი (1): 2010
ინდივიდუალური
რედაქტირება- ნიდერლანდების წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (1): 2009-2010
- აიაქსის წლის ტალანტი (1): 2008-2009
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გრეგორი ვან დერ ვილი“ ვიკისაწყობში.
- გრეგორი ვან დერ ვილი — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- Holland U21 stats დაარქივებული 2014-04-07 საიტზე Wayback Machine. at OnsOranje
სქოლიო
რედაქტირება- ↑ FIFA World Cup South Africa 2010 – List of Players (PDF). Fédération Internationale de Football Association (FIFA). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-16. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2013.
- ↑ Gregory van der Wiel. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2018.