გრენადერი
გრენადერი—ჯარისკაცი,რომელიც გადიოდა სხვებისგან განსხვავებულ და სპეციფიკურ წვრთნას ხელის ყუმბარის (გაზის ან ცეცხლოვანი ასაფეთქებლის) სროლაში. ტერმინი გრენადერი პირველად გვხვდება მე-16 საუკუნეში,თუმცა ამ დროს მათი დანაყოფი არ არსებობდა და ისინი შერეულნი იყვნენ ქვეით ჯარისკაცებთან. მე-17 საუკუნეში მოხდა გადალაგება და გრენადერებს ცალკე ადგილი მიუჩინეს ბატალიონებში.

ისტორია
რედაქტირებამე-17 საუკუნეში გრენადერთა პოპულარობამ იმატა,რადგან გრანატის სროლაში გაწვრთნილი ჯარისკაცები გამოირჩეოდნენ სიმამაცით და გამბედაობით-გრანატის პირველი ნიმუშები და ზოგადად პიროტექნიკა არ იყო ტექნიკურად გამართული,ხშირ შემთხვევაში ის ფეთქდებოდა და აფეთქებას ჯარისკაცის სიცოცხლეც ეწირებოდა. ამ მიზეზით,გრენადერებს ბევრად მაღალი ანაზღაურება,პრივილეგიები და სხვებისგან გამორჩეული,დახვეწილი ფორმები ჰქონდათ. გარდა ამისა,ისინი შეიარაღებულნი იყვნენ ხანჯლებითა და ხმლებით,რათა ბარიკადებში ან ხალხის მასაში გზა გაეკაფათ. ჯარისკაცების ამ ტიპს ყველაზე ხშირად შეხვდებოდით დაპყრობითი ომების ან სანგრებიდან ბრძოლის დროს.
გრენადერები მსოფლიო ომების პერიოდში
რედაქტირებამე-18 საუკუნის შემდეგ გრენადერების პოპულარობამ საგრძნობლად იკლო,რადგან ნაკლებად ხდებოდა ასაფეთქებელი იარაღის წარმოება. პირველ მსოფლიო ომში დაიწყო ხელყუმბარის სასროლი წვრთნები. ევროპაში კვლავ გაჩნდა გრენადერების ბატალიონის არსებობის საჭიროება,თუმცა მე-20 საუკუნის ბატალიონები ბევრად განსხვავდებოდა ადრინდელისგან. გაწვრთნილი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ როგორც ხელყუმბარის სროლაში,ასევე ხიშტიანი იარაღით დაპირისპირებაშიც. გარდა ამისა,მათ პრივილეგიების ნაცვლად მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. I და II მსოფლიო ომების შემდეგ გრენადერის პოზიცია გაქრა და მხოლოდ ისტორიულ კონტექსტში მოიაზრება.