გუდამაყრის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
გუდამაყრის უღელტეხილი, ბურსაჭირის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ჭაუხისა და სადუციას მთებს შორის, მდინარეების გუდამაყრის არაგვისა და სნოსწყლის (თერგის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2347 მ. აგებულია შუაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. პლეისტოცენში უღელტეხილზე ხდებოდა ჭაუხის სამხრეთული მყინვარის გადაცოცება ჩრდილოეთისაკენ, თერგის აუზში. გუდამაყრის უღელტეხილზე გადადის ბილიკი სოფელ ბურსაჭირიდან (დუშეთის მუნიციპალიტეტი) სოფელ კარკუჩაში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი). უღელტეხილზე სუბალპური ლანდშაფტია.
გუდამაყრის უღელტეხილი | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 42°30′22″ ჩ. გ. 44°44′18″ ა. გ. / 42.50611° ჩ. გ. 44.73833° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2347 მ |
ქედი | ხევის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | შუაიურული თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ლანდშაფტი | სუბალპური |
![]() |
ლიტერატურა
რედაქტირება- მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 178.