დორეთკარი
დორეთკარი — სოფელი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში (ლარგვისის თემი). მდებარეობს ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ჭურთის (ქსნის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1400 მ-ზე. ახალგორიდან დაშორებულია 27 კმ-ით.
სოფელი | |
---|---|
დორეთკარი | |
![]() წინკიბის ციხის კომპლექსი და წმ. ბარბარეს ეკლესია. | |
ქვეყანა |
![]() |
სპეციალური ერთეული | სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული |
მუნიციპალიტეტი | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
თემი | ლარგვისი |
კოორდინატები | 42°17′16″ ჩ. გ. 44°25′55″ ა. გ. / 42.288028° ჩ. გ. 44.432167° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1400 მ |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირებადორეთკარი შუა საუკუნეებში შედიოდა ქსნის საერისთავოში; მოხსენიებულია იოჰან გიულდენშტედტის 1772 წლის სოფელთა სიაში და ქსნის საერისთავოს 1781 წლის სტატისტიკურ აღწერილობაში. 1865 წელს დორეთკარი თავისი 7 ქართული კომლით ქსნის უბნის მეწყერის სასოფლო თემის შემადგენლობაში შედიოდა. საბჭოთა პერიოდში, 1922-1990 წლებში შეიყვანეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონში, ოლქის გაუქმების შემდეგ, ახალგორის რაიონში (2006 წლიდან — ახალგორის მუნიციპალიტეტში). 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია ნასოფლარი წინკიბი ციხით, წმინდა ბარბარეს ეკლესია (IX-X საუკუნეები) და წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები (გვიანი შუა საუკუნეები).
დემოგრაფია
რედაქტირება2002 წლის აღწერით სოფლის მოსახლეობა იყო 70 მცხოვრები (36 კაცი, 34 ქალი), ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით — ქართველები (74 %), ოსები (24 %).
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 70[1][2] |
ლიტერატურა
რედაქტირება- მაკალათია ს., ქსნის ხეობა, თბ., 1968.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 625.
- გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-08-30.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.