ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის
ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის
ისტორია
რედაქტირება1991 წელს ევროპის საჭადრაკო კავშირმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის 1957 წლიდან ტარდებოდა და ევროპულმა კავშირმა გადაწტყვიტა ქალთა გუნდებსაც მისცემოდათ საშუალება გამოევლინათ კონტინენტის უძლიერესი გუნდი. ფიდე ამ წინადადებას დაეთანხმა და გადაწყდა პირველი ასეთი ტურნირი ჩაეტარებინათ უნგრეთის ქალაქ დებრეცენში. მეორე ჩემპიონატის შემდეგ ტურნირი ტრადიციული გახდა და ყოველ ორ წელიწადში (არა ოლიმპიურ წლებში) ერთხელ იმართება. ტურნირის ჩატარების სისტემა უცვლელია: შვეიცარიული სისტემა 9 ტურად. პირველ 5 ჩემპიონატში დაფების რაოდენობა ორით განისაზღვრებოდა, ხოლო 2005წლიდან გუნდები უკვე ოთხ დაფაზე ხვდებიან ერთმანეთს.
ჩემპიონები და პრიზიორები
რედაქტირება
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე
რედაქტირება
- საქართველოს ნაკრებმა ევროპის ცხრა ჩემპიონატის განმავლობაში 26 ქვეყნის 28 ნაკრებთნ (თითოჯერ შეხვდნენ საბერძნეთის მეორე და საქართველოს მესამე გუნდებს) ჩაატარა 81 მატჩი, საიდანაც მოიგო 49, ფრედ დაამთავრა 17 და წააგო 15 შეხვედრა. ამ 81 მატჩის ფარგლებში ქართველმა მოჭადრაკეებმა ითმაშეს 234 პარტია, საიდანაც მოიგეს 98, ყაიმით დაამთავრეს 96 და წააგეს 40 პარტია. ქართველებმა 1 მატჩი მოიგეს ანგარიშით 4-0, ოთხი - 3,5-0,5, 17 მატჩი - ორ ქულიანი (2-0, 3-1), ხოლო 27 - ერთქულიანი (2,5-1,5 და 1,5-0,5) სხვაობით. 17 მატჩი დაამთავრეს ფრედ (1-1 და 2-2). ერთქულიანი სხვაობით წააგეს 11, ხოლო ორქულიანი სხვაობით - 4 მატჩი.
- საქართველოს ნაკრებს დადებითი ბალანსი აქვს 24 ნაკრებთან, ერთ ნაკრებთან (აზერბაიჯანი) თანაბარი ბალანსი და აგებს სამ (ლიტვა +0=1-1, ნიდერლანდები +0=0-1 და პოლონეთი +2=3-3) მეტოქესთან.
# | მოჭადრაკე | მონ | წლები | ქულა | პარტია | + | = | - | % | გუნდური მედლები | პირადი მედლები |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ქეთევან არახამია | 5 | 1992 - 2001, 2005 | 20 | 35 | 14 | 12 | 9 | 57,1 | 3 | 0 |
2 | მაია ლომინეიშვილი* | 5 | 1999-2007 | 18,5 | 33 | 11 | 15 | 7 | 56,1 | 1 | 1 |
3 | ნინო ხურციძე | 5 | 1999, 2003-2011 | 25,5 | 44 | 17 | 17 | 10 | 57,9 | 3 | 3 |
4 | მაია ჩიბურდანიძე | 3 | 1997, 2005 - 2007 | 13 | 19 | 8 | 10 | 1 | 68,4 | 2 | 4 |
5 | ნანა ძაგნიძე | 4 | 2003 - 2011 | 23 | 36 | 16 | 14 | 6 | 63,8 | 3 | 2 |
6 | ნინო გურიელი* | 2 | 1992, 1999 | 9 | 13 | 8 | 2 | 3 | 69,2 | 1 | 0 |
7 | ნანა იოსელიანი* | 2 | 1997 - 1999 | 9,5 | 16 | 6 | 7 | 3 | 59,4 | 1 | 2 |
8 | სოფიო ნიკოლაძე | 2 | 1999 - 2001 | 3 | 7 | 2 | 3 | 2 | 50,0 | 0 | 0 |
9 | ქეთევან კახიანი | 1 | 1992 | 4 | 5 | 3 | 2 | 0 | 80,0 | 1 | 1 |
10 | ლელა ჯავახიშვილი | 2 | 2007- 2011 | 14 | 22 | 8 | 12 | 2 | 63,6 | 1 | 1 |
11 | სოფიკო ხუხაშვილი | 1 | 2009 | 5 | 7 | 3 | 4 | 0 | 71,4 | 1 | 1 |
12 | ბელა ხოტენაშვილი | 1 | 2009 | 6,5 | 8 | 6 | 1 | 1 | 81,3 | 1 | 1 |
13 | სალომე მელია | 1 | 2011 | 5 | 7 | 4 | 2 | 1 | 71,4 | 1 | 1 |
14 | ნაზი პაიკიძე | 1 | 2011 | 1,5 | 5 | 1 | 1 | 3 | 30,0 | 1 | 0 |
შენიშვნა: *- ით აღნიშნულია მოჭადრაკეები, რომლებმაც ერთი ჩემპიონატი ითმაშეს საქართველოს მეორე ნაკრებში.
ამ მოჭადრაკეების გარდა საქართველოს მეორე და მესამე ნაკრებებში ითამაშა კიდევ სამმა მოჭადრაკემ. მათი შედეგები ასეთია:
# | მოჭადრაკე | მონ | წლები | ქულა | პარტია | + | = | - | % | გუნდური მედლები | პირადი მედლები |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ინგა ჭარხალაშვილი | 1 | 1999 | 4 | 5 | 3 | 2 | 0 | 80,0 | 0 | 1 |
1 | სოფიო ტყეშელაშვილი | 1 | 1999 | 3 | 6 | 3 | 0 | 3 | 50,0 | 0 | 0 |
3 | დიანა დარჩია | 1 | 1999 | 0 | 2 | 0 | 0 | 2 | 0,0 | 0 | 0 |