ევროპის ცურვის ლიგა
ევროპის ცურვის ლიგა (Ligue Europeemm de Natation — LEN) — დაარსდა 1924 წელს ბუდაპეშტში.

ლიგის შტაბ-ბინა მდებარეობს ლაფბოროში (ინგლისი).
ლიგის უმაღლესი ორგანოა კონგრესი, რომელიც შეიძლება გაიმართოს ორ წელიწადში ერთხელ და აუცილებლად იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ. კონგრესებს შორის ლიგის საქმიანობას ხელმძღვანელობს ბიურო, რომლის შემადგენლობაში შედიან პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, ხაზინადარი და 6 წევრი. ბიუროს წევრებს კონგრესი ირჩევს ოთხი წლით. ფედერაციის ყოველდღიურ საქმიანობას უძღვებიან ცურვის, წყალში ხტომის, წყალქვეშა ცურვის, სინქრონული ცურვის და წყალბურთის კომიტეტები.
ამჟამად ლიგის პრეზიდენტია ნორი კრუსტენი (ლუქსემბურგი).
ლიგის ოფიციალური ენებია: ინგლისური და ფრანგული.
ლიგა ატარებს (წყალბურთში):
- ევროპის ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის
- ევროპის ჩემპიონთა თასი ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის
- ფედერაციის თასი წყალბურთში ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის
- ევროპის სუპერ-თასი ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის
- ევროპის ჩემპიონატები სხვადასხვა ასკის ჭაბუკთა და გოგონათა გუნდებს შორის.
2003 წლამდე თამაშდებოდა ევროპის თასის მფლობელთა თასი ვაჟთა შორის.
ევროპის ცურვის ლიგის წევრი ქვეყნები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
- МОК и международные спортивные обьединения. Москва. изд. „ФиС“ 1979