ელ-ხარგა
ელ-ხარგა (არაბ. الخارجة) — ქალაქი ეგვიპტეში. ახალი ველის მუჰაფაზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი. ეგვიპტის ერთ-ერთი ოაზისი. მდებარეობს ლიბიის უდაბნოს სამხრეთ ნაწილში. ქალაქი 200 კილომეტრითაა დაცილებული ლიბიას, 150 კილომეტრით კი ქვეყნის უმთავრეს მდინარე ნილოსს.
ქალაქი | |
---|---|
ელ-ხარგა الخارجة | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 25°26′18″ ჩ. გ. 30°33′30″ ა. გ. / 25.43833° ჩ. გ. 30.55833° ა. გ. |
ფართობი | 440098 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 32 მეტრი |
მოსახლეობა | 61 500 კაცი (2007) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
მოსახლეობის რაოდენობა 2007 წლის მონაცემებით 61 500 ადამიანს შეადგენდა. ქალაქი უძველესი დროიდანაა დასახლებული, რადგან აქ ძველთაგანვე საცხოვრებლად შედარებით კარგი პირობები არსებობდა.
გალერეა
რედაქტირება-
ელ-ხარგას სვეტები
-
სარკოფაგები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Information on the forts and archaelogical work დაარქივებული 2019-02-09 საიტზე Wayback Machine.
- Travel guide დაარქივებული 2008-10-20 საიტზე Wayback Machine.