ერთაწმინდობა
ერთაწმინდობა — დიდმოწამე ევსტათის სახელობის რელიგიური დღესასწაული, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთაწმინდის ტაძრის დღეობა. იმართება სოფელ ერთაწმინდაში 3 ოქტომბერს (ძვ. სტ. 20 სექტემბერი). დღეობაზე სალოცავად მიდიან ქართლ-კახეთის ყველა მხრიდან, სწირავენ მსხვერპლს, იმართება ლხინი, ჭიდაობა.

ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.