ვალერიან გვილია
ვალერიან (ვაკო) გვილია (დ. 24 მაისი, 1994, ზუგდიდი) — ქართველი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოს“ შემტევი ნახევარმცველი.[1]
![]() უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ვალერიან გვილია | ||
დაბადების თარიღი | 24 მაისი, 1994 | ||
დაბადების ადგილი | ზუგდიდი, საქართველო | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | დინამო თბილისი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2011–2014 | მეტალისტი ხარკოვი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2014–2015 | მეტალურგი | 26 | (1) |
2016 | მინსკი | 15 | (4) |
2016–2017 | ბატე | 23 | (5) |
2018–2019 | ლუცერნი | 23 | (2) |
2019 | → გურნიკი | 17 | (1) |
2019–2021 | ლეგია ვარშავა | 54 | (8) |
2021–2023 | რაკუვი | 22 | (0) |
2024 | პიასტი | 2 | (0) |
2025– | დინამო თბილისი | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2015 | უკრაინა 21 | 4 | (0) |
2016 | საქართველო 21 | 4 | (0) |
2016–2022 | საქართველო | 44 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 აპრილი, 2024 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებადაიბადა ზუგდიდში. 16 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც მისი ოჯახი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა, სინჯებზე მიიწვიეს ხარკოვის „მეტალისტში“. საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ნახევარი წელი ვერ შეძლო უკრაინაში გამგზავრება, რის გამოც მხოლოდ სეზონის მეორე ნახევარი გაატარა ხარკოვულ გუნდში.
2012 წელს გადავიდა ზაპოროჟიეს „მეტალურგში“,[2] სადაც ჯერ 19 წლამდელთა, შემდეგ კი ახალგაზრდულ გუნდში ითამაშა.[3]
უკრაინის უკრაინის პრემიერ-ლიგაში მისი დებიუტი შედგა 2014 წლის 15 აგვისტოს, „დნიპროს“ წინააღმდეგ.[4] შემდეგი წლის გაზაფხულიან იგი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა.[5]
სეზონის დასრულების შემდეგ გვილია წლის აღმოჩენად აღიარეს.[6]
2015 წლის 24 ნოემბერს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ვაკომ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.[7][8] შეთავაზებები ჰქონდა როგორც ბელარუსული „ბატესგან“,[9] ასევე პორტუგალიის პრიმეირა ლიგის კლუბებისგან,[10] თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა და ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა საფეხბურთო კლუბ „მინსკთან“.[11]
შემდგომ წლებში იგი შვეიცარიული „ლუცერნის“, პოლონური „გურნიკის“, „ლეგიას“, „რაკუვისა“ და „პიასტის“ ღირსებას იცავდა.
გვილია სამჯერ გახდა პოლონეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი. ბელარუსში კი ორჯერ ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო ერთხელ ქვეყნის სუპერთასს დაეუფლა.
2025 წლის თებერვლიდან ვაკო გვილიამ კარიერის გაგრძელება თბილისის „დინამოში“ გადაწყვიტა, რის შესახებაც ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა 2025 წლის 29 იანვარს გაავრცელა. ქართველმა ნახევარმცველმა დედაქალაქურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[12]
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება2015 წლის ივნისში სერგეი კოვალცევმა გვილია უკრაინის 21 წლამდელთა ნაკრებში მიიწვია. პირველი მატჩი ვაკომ ვალერი ლობანოვსკის სახელობის ტურნირზე ჩაატარა, სადაც „ყვითელ-ლურჯები“ პანალტების სერიაში დამარცხდნენ სლოვენიელ თანატოლებთან.[13] ტურნირის შემდეგ უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც ორი ამხანაგური მატჩი დათმო ჩეხეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებთან.[14][15]
გვილიას ჯამში ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში. „მეტალურგის“ დატოვების შემდეგ ვაკომ გადაწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა დაებრუნებინა.[16][17]
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ, 2016 წლის 28 მარტს, უკრაინის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის ვაკოც გამოიძახა.[18]
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2016 წლის 6 ოქტომბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დუბლინში გამართულ მატჩში შედგა. გვილიამ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.[19]
ეროვნული ნაკრების რიგებში ბოლოს 2022 წლის 5 ივნისს, უეფა-ს ერთა ლიგის C ჯგუფის შეხვედრაში, ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. გვილია 74-ე წუთზე გიორგი აბურჯანიას ნაცვლად შემოვიდა მოედანზე. მატჩი რაზგრადში გაიმართა და ქართველ ფეხბურთელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5–2 დასრულდა.[20]
2016–2022 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ვაკო გვილიამ საერთო ჯამში 44 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირებაეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო |
2016 | 3 | 0 |
2017 | 8 | 1 | |
2018 | 8 | 1 | |
2019 | 8 | 1 | |
2020 | 5 | 0 | |
2021 | 9 | 0 | |
2022 | 3 | 0 | |
ჯამში | 44 | 3 |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ბელარუსის უმაღლესი ლიგა: 2016
- ბელარუსის სუპერთასი: 2017
- ექსტრაკლასა: 2019–20, 2020–21
- ექსტრაკლასა: 2022–23
- პოლონეთის თასი: 2021–22
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვაკო გვილია — საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე
- ვაკო გვილია — სკ „ბატეს“ ოფიციალურ საიტზე
თემატური საიტები |
---|
90minut · AFS · Soccerway · Transfermarkt |
მედია |
---|
1tv.ge · Lelo.ge |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ვაკო გვილია თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელია!
- ↑ Валериане Гвилия: «Хочется вернуть праздник на трибуны нашего стадиона». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-25. ციტირების თარიღი: 2015-08-02.
- ↑ ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვედრაზე ვოცნებობ
- ↑ Гвилия дебютировал в составе первой команды «Металлурга». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-25. ციტირების თარიღი: 2015-08-02.
- ↑ Поздравляем, Вако!. ФК «Металлург» Запорожье.
- ↑ ვაკო გვილია ზაპოროჟიეს "მეტალურგის" "წლის აღმოჩენად" აღიარეს
- ↑ Гвилия и Жураховский покидают «Металлург». ФК «Металлург» Запорожье.
- ↑ ვაკო გვილიამ ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" კონტრაქტი გაწყვიტა
- ↑ ვაკო გვილია: ყველას მოტყუება შეიძლება, მაგრამ ღმერთს ვერ მოატყუებ!
- ↑ ისეთი ვარიანტია, რაზეც ვოცნებობდი! - ვაკო გვილიას პორტუგალიაში იწვევენ
- ↑ ვაკო გვილია „მინსკის“ ღირსებას 24-ნომრიანი მაისურით დაიცავს
- ↑ ვაკო გვილია დინამოს ფეხბურთელია. fcdinamo.ge.
- ↑ Молодёжная сборная Украины: заявка на Мемориал Лобановского. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-29. ციტირების თარიღი: 2015-08-01.
- ↑ Молодёжная сборная Украины крупно уступила чехам. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-11. ციტირების თარიღი: 2015-08-02.
- ↑ Молодёжная сборная Украины вновь уступила чехам. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-12. ციტირების თარიღი: 2015-08-02.
- ↑ ვაკო გვილია: ახალ გუნდში მისვლა საქართველოს პასპორტით მსურს
- ↑ ვაკო გვილია: საქართველოს მოქალაქეობა? პროცედურები უკვე დავიწყე!
- ↑ გია გეგუჩაძემ უკრაინისთვის ბუდუ ზივზივაძეს და ვაკო გვილიას უხმო
- ↑ Republic of Ireland 1–0 Georgia / FIFA World Cup Qualifying
- ↑ Bulgaria 2–5 Georgia / UEFA Nations League League C Group