ვენესუელელები
ვენესუელელები — მრავალეთნიკური ერი, რომელიც ცხოვრობს სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელის ტერიტორიაზე. ვენესუელელების უმეტესობა არის კათოლიკე და საუბრობს ესპანურად. ისინი წარმოადგენენ ევროპელების, აფრიკელებისა და ინდიელების ნარევს.
ვენესუელელები | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
±30,000,000 | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
![]() |
27 800 000 |
![]() |
220,000[1] |
![]() |
150,000 |
![]() |
100,000 |
![]() |
8,035[2] |
![]() |
2000 |
ენები | ესპანური და ადგილობრივი ენები |
რელიგიები | ძირითადად კათოლიციზმი, ასევე სხვა მცირე რელიგიური ჯგუფები. მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად არის ანიმიზმის მიმდევარი |
დემოგრაფია
რედაქტირება2006 წელს დაახლოებით 28 მილიონი ადამიანით ვენესუელა წარმოადგენს მოსახლეობის რაოდენობით მეექვსე ქვეყანას ლათინურ ამერიკაში,[3] ბრაზილიის, მექსიკის, არგენტინის, კოლუმბიისა და პერუს შემდეგ.
მოსახლეობის 90%-ზე მეტი ცხოვრობს ურბანულ ტერიტორიებზე, რაც მსოფლიოში საშუალო მაჩვევნებელზე ბევრით მეტია. წიგნიერების მაჩვენებელი შეადგენს 98%-ს რაც ასევე დიდია მსოფლიო მასშტაბით, ხოლო მოსახლეობის ზრდის კოეფიციენტი მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე ოდნავ დიდია. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი შეადგენს ახალგაზრდობას, 30% არის 14 წლამდე და მხოლოდ 4% არის 65 წელს გადაცილებული.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Detailed Tables – American FactFinder
- ↑ ¿ Cuántos venezolanos hay en Canadá y en Québec?
- ↑ Venezuela დაარქივებული 2009-05-13 საიტზე Wayback Machine. , The World Factbook, U.S. Central Intelligence Agency, updated 12 December 2006.