ვიკიპედია:საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კონკურსი 2019
წესები
მოკლედ: ახალი სტატია უნდა იყოს: ქიმიის, ბიოლოგიის და ფიზიკის შესახებ; მინიმუმ 10 000 ბაიტი და 300 სიტყვა; დაწერილი უნდა იყოს 2019 წლის აპრილ-მაისის თვის განმავლობაში და არ უნდა იყოს სია.
კონკრეტულად:
- ახალი სტატია შექმნილი უნდა იყოს თქვენს მიერ 2019 წლის 1 აპრილის 0:00 (UTC+04:00)-დან — 31 მაისის, 23:59 (UTC+04:00; თბილისის დრო)-მდე.
- სტატიის მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 10 000 ბაიტი და შედგებოდეს არანაკლებ 300 სიტყვისაგან.
- მიიღება მხოლოდ ახალი სტატიები.
- სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ცნობადობის კრიტერიუმებს.
- სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს სანდო და გადამოწმებადი წყაროები.
- სტატია არ უნდა იყოს დაკოპირებული.
- სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და დაწერილი იყოს გამართული ენით.
- სტატია უნდა იყოს უპრობლემო (ტეგებისა და თარგების გარეშე).
- სტატია არ უნდა იყოს სია.
- სტატია უნდა იყოს ინფორმატიული.
- სტატია უნდა იყოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა შესახებ: ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა.
- ორგანიზატორებისთვის მონაწილეობა შეზღუდულია.
- ჟიურის წევრებისთვის მონაწილეობა შეზღუდულია.
შენიშვნები:
- საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ კონკურსის ჟიური იღებს.
- სტატიები მიიღება, როგორც კონკრეტულ მეცნიერულ თემატიკაზე, ასევე ამ მხრივ მოღვაწე და მოქმედ პიროვნებებისა (მეცნიერების) და ორგანიზაციების შესახებ.
- პიროვნებებისა (მეცნიერების) და ორგანიზაციების შესახებ სტატიები შეფასდება შედარებით დაბალი ქულით, ვიდრე თემატური სტატიები: თემატური სტატიები (მაქსიმუმ შეფასდება 3 ქულით); პიროვნებების შესახებ სტატიები (მაქსიმუმ შეფასდება 2 ქულით); ორგანიზაციების შესახებ სტატიები (მაქსიმუმ შეფასდება 1 ქულით).
- შეფასების პროცესი დაიწყება კონკურსის დასრულებისთანავე.
პრიზები
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ მარათონში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (9 საპრიზო ადგილი) დააჯილდოვებს წიგნის შესაძენად გათვლილი ვაუჩერებით.
ქიმია
პირველი ადგილი : 500 ლარის ვაუჩერი
მეორე ადგილი : 400 ლარის ვაუჩერი
მესამე ადგილი : 300 ლარის ვაუჩერი
ბიოლოგია
პირველი ადგილი : 500 ლარის ვაუჩერი
მეორე ადგილი : 400 ლარის ვაუჩერი
მესამე ადგილი : 300 ლარის ვაუჩერი
ფიზიკა
პირველი ადგილი : 500 ლარის ვაუჩერი
მეორე ადგილი : 400 ლარის ვაუჩერი
მესამე ადგილი : 300 ლარის ვაუჩერი
შენიშვნები:
- თითო მონაწილეს შეუძლია გაიმარჯვოს მხოლოდ ერთ კატეგორიაში (მაგ.: მონაწილე, რომელიც დაიკავა ფიზიკის ნაწილში პირველი ადგილი, არ შეუძლია დაიკავოს სხვა საპრიზო ადგილი სხვაგან.).
ორგანიზატორები
ჟიური
შედეგები
შედეგების სანახავად გადადით ამ ბმულზე