ვლადიმერ თხაფსაევი

ვლადიმერ თხაფსაევი (ოს. Тæбæхсæуты Бало; დ. 1910 გ. 1981) — საბჭოთა და ოსი თეატრისა და კინოს მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1960), რსფსრ სტანისლავსკის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1968).

ვლადიმერ თხაფსაევი
დაბადების თარიღი 15 ივლისი, 1910
არდონი
გარდაცვალების თარიღი 8 ნოემბერი, 1981 (71 წლის)
ორჯონიკიძე
საქმიანობა მსახიობი
ვლადიმერ თხაფსაევის საფლავი

დაიბადა არდონში. ადრიანად დაობლდა. 12 წლის ასაკში დაინტერესდა თეატრით.

ახალგაზრდობაში მუშაობდა გიზელდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე. შემდეგ სადონის შახტასა და ტყვია-სპილენძის გამამდიდრებელი კომბინატში. 1930-იან წლებში მუშაობდა ბაიკალ-ამურის მაგისტრალის მშენებლობაზე, სადაც პირველად გამოვლინდა მისი მსახიობური ნიჭი.

გადაღებულია ფილმებში: „ფატიმა“ (თავადი ალიმბეკი, რეჟ. ს. დოლიძე), „ჩერმენი“ (ბესტოლი, რეჟ. ნ. სანიშვილი) და სხვა.

  • ვლადიმერ თხაფსაევის სახელს ატარებს ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, რომელსაც მსახიობმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა
  • მსახიობის სახელს ატარებს ჩრდილოეთ ოსეთში რესპუბლიკის თეატრალური მუზეუმი
  • დაწესებულია ვ. თხაფსაევის სახელობის პრემია
  • ვლადიკავკაზში არის ვ. თხაფსაევის სახელობის ქუჩა
  • სახლზე (ვლადიკავკაზი, გორკის ქ. №30), სადაც ვ. თხაფსაევი ცხოვრობდა, დამონტაჟებულია მემორიალური დაფა

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება