ვლადიმერ იაშვილი (სამხედრო)
ვლადიმერ მიხეილის ძე იაშვილი (დ. 15 ივლისი, 1764 ― გ. 20 ივლისი, 1815, სოფ. მურომცევო, დაკრძალულია სოფ. კოზელში, კალუგის გუბერნია) — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. ლევან იაშვილის უფროსი ძმა. მსახურობდა ცხენოსან ათასეულში. მონაწილეობდა იმპერატორ პავლე I-ის მკვლელობაში. იმპერატორ ალექსანდრე I-ის განკარგულებით გადაასახლეს თავის მამულში (სოფ. მურომცევო, კალუგის გუბერნია). 1812 წელს სამამულო ომის დროს მიხეილ კუტუზოვის ნებართვით ჩაება ფრანგების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ იმპერატორ ალექსანდრე I-მა კვლავ თავის მამულში დააბრუნა.

ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 64.