ზემო აჭარა — მხარე საქართველოში, აჭარაში, მდინარე აჭარისწყლის ხეობის ზემო წელი. ზემო აჭარა „ზეგანის“ სახელითაც არის ცნობილი. მოქმედი ადმინისტრაციული დაყოფით მოიცავს ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.

1878-1883 წლებში ზემო აჭარის უბანი შედიოდა ბათუმის ოლქის აჭარის ოკრუგში. 1878 წელს ზემო აჭარაში იდგა 1727 სახლი; აღრიცხული იყო 5810 მუსლიმი მამაკაცი. კაზაში შედიოდა 22 სოფელი, 85 კვარტალი, 30 მეჩეთი, 105 წყლის წისქვილი, 15 დუქანი და 2 ყავახანა. 1883 წლიდან ბათუმის ოკრუგში. 1924 წელს ჩამოყალიბდა ხულას მაზრის სახით, რომელსაც 1952 წელს გამოეყო შუახევის რაიონი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 506.
  • ფრენკელი ა., „ნარკვევები ჩურუქ-სუსა და ბათუმზე“ = Очерки Чурук-Су и Батума [1879], თბილისი, 2012.