ზემო ხეთი — თემი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ხევისწყლის ხეობაში. მოიცავს სოფლებს: განთიადი, გოგოური, თხილაგანი. ზემო ხეთი შედიოდა გურიის საჯავახოს შემადგენლობაში.[1] 1907 წლის 1 მაისს სოფელში გაიმართა პირველი მაისისადმი მიძღვნილი ხალხმრავალი მიტინგი.[2] 1920 წელს ზემო ხეთის თემი გაიყო ორად: ზემო ხეთისა და საჭამიასერის თემებად[3]. თემის ტერიტორიაზე, ერთ ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებულია ორკეს ტყე-პარკი, იდგა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია. თემის მოსახლეობა, 2014 წლის აღწერით, შეადგენს 218 ადამიანს.

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი განთიადი გოგოური თხილაგანი
1883[4] 1346
1895[5]   1795
1902[6]   2649 1404 1245
1908[7]   2881 1520 1361 735 428
2002   353 192 71 90
2014   218 130 50 38
  1. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 216-223 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417
  2. ჯიქია ვ.,„მაისობანი საქართველოში 1898-1917 წლებში“, ჟურ. მაცნე, №. 6 თბილისი: მეცნიერება, 1966 წელი. — გვ. 3-22
  3. გურიის ერობის მოამბე N1 გვ. 7 — 1 იანვარი 1920
  4. Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
  5. Кавказский календарь на 1896 год გვ. 257
  6. «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
  7. календарь на 1910 год